FM97.5 / LIVE

10 აპრილიდან, დღეიდან, პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 09.04.2017
დღეიდან, 10 აპრილიდან 2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება, რომელიც 3 ეტაპად განხორციელდება.

10 აპრილიდან, დღეიდან, პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

I ეტაპი: 10 აპრილი - 24 აპრილი

რეგისტრაციის პირველი ეტაპი განხორციელდება სკოლებში.

რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელ დოკუმენტებს სკოლები 25 აპრილიდან 05 მაისის ჩათვლით მიიღებენ.

II ეტაპი: საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია - 8 მაისი - 1 ივნისის ჩათვლით;

რეგისტრაციის მეორე ეტაპი საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას გულისხმობს და ის 8 მაისს დაიწყება და პირველი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი: 19 ივნისი - 30 ივნისის ჩათვლით;

რეგისტრაციის მესამე ეტაპი, 19 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით სკოლებში გაგრძელდება და მოსწავლეები II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ჩაირიცხებიან.

2017-2018 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი.

2017-2018 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.

[sknews.ge]


18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

18.10.2018 ‘ოცნების’ წევრი 'ევროპული საქართველოს’ შეხვედრას ტელეფონით იღებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
23 აპრილიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა  ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი ხვალ დაიწყება
პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი 8 მაისს დაიწყება
დღეიდან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყო