სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 28 წელი გავიდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.04.2017
დღეს, 9 აპრილს, 28 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის იმ მოვლენებიდან, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია, საბჭოთა არმიამ ჩაახშო. 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 28 წელი გავიდა
ანტისაბჭოთა გაფიცვები და მიტინგები თბილისში 1988 წელს დაიწყო. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობსა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე.წ. ლიხნის ასამბლეის ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-31 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა.

საპროტესტო აქციებმა პიკს 1989 წლის 4 აპრილს მიაღწია, როდესაც რუსთაველის გამზირზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებმა მშვიდობიანი დემონსტრაცია მოაწყვეს და აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. აქციას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები - ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია ხელმძღვანელობდნენ.

9 აპრილს, დილის 04:00 საათზე, კრემლში მიღებული გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი ძერჟინსკის დივიზიის, დესანტისა და შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები გამოჩნდნენ.

„დაუკარით! რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,“- ამ სიმღერის ჰანგებზე საბჭოთა შენაერთმა მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოაქცია და დემონსტრანტების დარბევა დაიწყო. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მომწამვლელი ქიმიური გაზი გამოიყენეს.1989 წლის 9 აპრილის გამო ასობით ადამიანი დაიჭრა, ათასობით მოიწამლა, 21 კი გარდაიცვალა.

დღესვე 26 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობიდან. 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

27 წელი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან
ახალციხეში 1989  წლის  9 აპრილი გაიხსენეს
მესხეთში 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photos]
ახალციხეში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს
ახალციხეში ზვიად გამსახურდია გაიხსენეს
9 აპრილის ღამე – მესხი დემონსტრანტების მოგონებები [Photo/Video]
აშშ–ს არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტები 1989 წლის 9 აპრილის შესახებ