"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.04.2017
დღეს,9 აპრილს ქრისტიანული სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ბზობა ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია. დღეს ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს ემთხვევა.

ამ დღეს ქრისტიანები ტრადიციულად მიდიან ეკლესიაში, ესწრებიან წირვა-ლოცვას და ბზას აკურთხებენ. ერთი წლის განმავლობაში სახლში შენახული ბზა ამ დღეს სახლიდან გამოაქვთ, ეკლესიის ეზოში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ტოვებენ, ან "სუფთა" ადგილზე წვავენ.

სახარების თანახმად, ბზობის დღესასწაული განსაკუთრებულ სიხარულთან არის დაკავშირებული. ამ დღეს მაცხოვარი იერუსალიმში შებრძანდა და ხალხი მას მიეგება, როგორც განმათავისუფლებელს, მხსნელს და მეუფეს. გზაზე უფენდნენ პალმის, ბზის რტოებს, ბევრი საკუთარ სამოსსაც უფენდა, ოვაციებითა და შეძახილებით ეგებებოდნენ.

ბზობას ადამიანები კიდევ ერთხელ ეზიარებიან უფლის სიხარულს და იმავდროულად, გარკვეულწილად სინანულსაც გამოხატავენ. იერუსალიმში დიდებით შესულ მაცხოვარს, ერთ კვირაში სწორედ იმ ხალხმა უღალატა, რომლებიც მას ასეთი სიხარულით შეეგებნენ.

დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
ამაღლების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი ფოტო: © ეკა გვარამაძე

ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
წმინდა მარინეს სახელობის მართლმადიდებული ტაძარი
ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკური ეკლესია. ფოტო: © ქეთი კეღოშვილი

ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკური ეკლესია. ფოტო: © ქეთი კეღოშვილი

[sknews.ge]


26.07.2017 დღეს გამოცდა ფიზიკაში და მაგისტრანტებისთვის უნარებში ჩატარდა

24.07.2017 დღეს გამოცდა მასწავლებლებმა და მაგისტრანტებმა ჩააბარეს

21.07.2017 სამცხე–ჯავახეთში "ბუკს" 2 258 პირველკლასელი მიიღებს

19.07.2017 მინაძის ადმინისტრაციულ შენობაში ერთი ოთახი „ჟვანიას სკოლას“ გადაეცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.07.2017 დაჯარიმებული კომპანია და უხელფასოდ დარჩენილი მუშები

26.07.2017 ერთ კვირაზე მეტია, ივანე ახალციხელის ქუჩა ჩაბნელებულია

26.07.2017 შსს: წაღვერში, დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

26.07.2017 ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

მართლმადიდებლები ბზობის დღესასწაულს აღნიშნავენ
ილია  მეორემ მართლმადიდებელ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა [Video]
კათოლიკე ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
7, 8 და 9 აპრილს მარხულთათვის თევზით ხსნილია
მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
აღდგომის ღამე ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში [Photo]