სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 09.04.2017
ფემიციდის შემთხვევა ასპინძაში – 35 წლის მამაკაცმა 27 წლის ცოლი მოკლა. შსს–მ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა

შემთხვევა გუშინ, 8 აპრილს, გვიან ღამით მოხდა. მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. გარდაცვლილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11–108 –ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მამაკაცი ცოლის მკვლელობის შემდეგ თავს დაესხა შუახნის მამაკაცს, – იმ ახალგაზრდის მამას, რომელზეც ეჭვიანობდა. მას ჭრილობა თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

„ცოლი მოკლა და შემდეგ მის მოსაკლავად წავიდა, მაგრამ ბიჭი სახლში არ დახვდა და 65 წლის მამა დაჭრა“, – ამბობენ ადგილობრივები.

დაჭრილი, 65 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. იგი თბილისის ერთ–ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.

დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2018 რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

23.04.2018 მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

23.04.2018 „წიგნის დღე“ – ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთს დღეს შეუფარდებენ
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ნინოწმინდაში ქმარმა ცოლი მოკლა
ახალციხეში ქმარმა ცოლი  დაჭრა
წინასწარი პატიმრობა ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის
აბასთუმანში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩება