FM97.5 / LIVE

ბილინგვური მეთოდით ახალქალაქში მხოლოდ რამდენიმე პედაგოგი ასწავლის

მთავარისაზოგადოება » განათლება 04.03.2013
2012–2013 სასწავლო წლის დასაწყისში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში 1–დან მე–6 კლასის ჩათვლით განათლების ორენოვანი სისტემა დაინერგა. რა შედეგი მოიტანა მეთოდმა და რა თავისებურებები ახასიათებს ბილინგვურ სწავლებას - „სამხრეთის კარიბჭე“ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ნარცის კარაპეტიანს ესაუბრა.

ბილინგვური მეთოდით ახალქალაქში მხოლოდ რამდენიმე პედაგოგი ასწავლის

– ხომ არ მოჰყვა პრობლემები სწავლების ბილინგვურ მეთოდს?

განათლების ორენოვან სისტემაზე გადასვლამდე საჭიროა გყავდეს კადრები, რომლებიც ჩვენ დღეს არ გვყავს. ახალქალაქში ტარდებოდა ტრენინგები, რომლებიც მასწავლებლებმა გაიარეს, მაგრამ შედეგი არ მოგვცა. ამ ტრენინგის გავლის შემდეგაც კი, 5–6 პედაგოგის გარდა, ვერავინ შეძლო ქართული ენის დაუფლება იმ დონეზე, რომ ორენოვანი სისტემით ესწავლებინა.

გამოდის, რომ მხოლოდ რამდენიმე პედაგოგი ასწავლის ამ მეთოდით?

დიახ, ჩვენ ძალიან ცოტა სპეციალისტი გვყავს, ვინც ამ პროგრამით მუშაობას ნორმალურად, 100%–ით შეძლებდა. არიან მასწავლებლები, რომლებსაც შეუძლიათ სომხურის პარალელურად რამდენიმე ქართული სიტყვითაც გამოხატონ აზრი.

რა კეთდება, ან რა იგეგმება ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

ჩვენ მოვნახეთ სხვა საშუალება, ქალაქის სკოლებში ორენოვანი გაკვეთილის დროს კლასში ორი მასწავლებელი შედის, ერთი სომხურენოვანი, მეორე კი ქართული ენის სპეციალისტი და ისინი თემას პარალელურად, ორ ენაზე ხსნიან.

ამავე მეთოდს სოფლის სკოლებშიც რატომ არ იყენებთ?

იქაც უნდა შედიოდნენ, სახელმძღვანელოები უკვე გვაქვს, მაგრამ პედაგოგები არ გვყავს. ქართულის სპეციალისტები არიან, მაგრამ შეუძლიათ კი მათ ბუნება, სიმღერა და სხვა საგნები ასწავლონ?! სპეციალისტები არ გვყავს.

მასწავლებლებს, რომლებიც ორენოვანი სისტემით ასწავლიან, მეთოდური სახელმძღვანელოებიც კი არ აქვთ...

ჩვენ უკვე მივიღეთ ორენოვანი სწავლების მეთოდური სახელმძღვანელოები, რომლებიც უპრობლემოდ დაურიგდება ყველა მასწავლებელს.

- როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს და შედეგიც ადექვატური იყოს?

უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა შესაბამისი კადრები უნდა მოამზადონ. ორენოვანი სწავლების სპეციალისტები უნდა მომზადდნენ, რომლებიც ნორმალურად სწავლებას შეძლებენ. დღეს სტუდენტები, რომლებიც პედაგოგის სპეციალობას ირჩევენ, ფაქტობრივად ქართული ენის, დაწყებითი და ინგლისური ენის ფაკულტეტებით შემოიფარგლებიან. ნაკადი მხოლოდ ამ სამ ფაკულტეტზეა. რაც შეეხება, ქიმიას, ფიზიკას, მათემატიკას, სომხურ ენას – მსურველები ძალიან ცოტაა, თითქმის არ არიან. დღეს მასწავლებლები გვყავს, მაგრამ საჭიროა ხარისხი. თუმცა არაფერია, ქალაქის სკოლებში შედეგი უკვე გვაქვს და სოფლებშიც ვიწყებთ.

რამდენად დაეხმარება ორენოვანი სისტემა მოსწავლეებს ქართული ენის სწავლაში?

დღეისთვის მასალის 70% მშობლიურ ენაზე ისწავლება, დანარჩენი კი ორენოვანი სისტემით. მოდით წარმოვიდგინოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენმა შვილებმა სახელმწიფო ენა ისწავლონ: ერთია – ორენოვანი სწავლება, მეორე – გარემო, კიდევ ქართული ენის საათები სკოლებში, პრესა და ა.შ. კომპლექსურად თუ მივუდგებით, შედეგი აუცილებლად იქნება.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ არ მოსწონთ მასწავლებლებს ბილინგვური სწავლება
არათანაბარი დანამატი პედაგოგების ხელფასზე
როგორ შეიძლება მოგვარდეს განათლების პრობლემები ჯავახეთში
არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ


ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა