FM97.5 / LIVE

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვინის ექსპორტი 85%–ით გაიზარდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.04.2017
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტზე 14 199 018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა, რაც 85%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღვინის ექსპორტი 85%–ით გაიზარდა

სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 32,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 77%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია:
რუსეთი - 8 987 745,
ჩინეთი -1 794 200,
უკრაინა - 1 305 508,
პოლონეთი - 561 294
ყაზახეთი - 473 515 ბოთლი
.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:
ჩინეთი - 383% (1 794 200)
ისრაელი - 333% (42 570)
რუსეთი - 120% (8 987 745)
კანადა - 55% (34 650)
პოლონეთი - 27% (561 294)
გერმანია - 22% (98 926)
უკრაინა - 20% (1 305 508)
აშშ - 7% (66 714)
ლატვია - 5% (255 896)


ამასთან, სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 302 962 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 51%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 8,7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71%-ს აღწევს.

პირველ კვარტალში ექსპორტირებულია 46 990 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ 142% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 137 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 114%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 58,5 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა - ზრდამ 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 76% შეადგინა.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გასულ წელთან შედარებით, წელს, 5 თვეში ღვინის ექსპორტი 64%-ით გაიზარდა
ღვინის სააგენტო - ღვინის წლიური ექსპორტი 38%-ით გაიზარდა
გასულ წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 56%–ით გაიზარდა
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 4 თვის მონაცემები (R)
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 5 თვის მონაცემები [R]
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 10 თვის მონაცემები [R]