"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ფერმერების ‘ძვირი გაზაფხული’ [Photos]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 07.04.2017
მესხი ფერმერები საწვავსა და ტექნიკაზე გაზრდილ ფასებს უჩივიან დ ამბობენ, რომ წელს გაცილებით ცოტა ფართობი დაითესება.

ფერმერების ‘ძვირი გაზაფხული’ [Photos]

ახალციხიდან ადიგენისკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს ახალმოხნული, გაშავებული მიწები და დასათესად გამზადებული კარტოფილის ყუთებია.

ოხშივარავარდნილ მიწაში კარტოფილს ფერმერების ნაწილი ტრაქტორებით, ნაწილი კი ხელით თესავს. ადგილობრივები ჩივიან, რომ წელს ტრაქტორებმა მომსახურების ფასი გაზარდეს და ყველას მათი დაქირავება აღარ შეუძლია.

„შარშან თუ 1.80 ლარს ვიხდიდით, წელს ორი ლარი გახდა [იგულისხმება ტრაქტორით კარტოფილის დათესვა, 1 მეასედის ფასი. რედ]. თან, მაშინ სახნავ–სათესი ბარათებიც გვქონდა და უფრო იაფი გვიჯდებოდა მოხვნა“, – გვეუბნება სოფელ ჩორჩანის მცხოვრები დიმიტრი ტაბატაძე.

ფერმერების ‘ძვირი გაზაფხული’ [Photos] წელს ნაკვეთები სრულად ვერ მოხნა და კარტოფილის დასათესად ნაკვეთი ტრაქტორის ნაცვლად მოტობლოკით მოამზადა სოფელ არალში მცხოვრებმა გივი კაჭკაჭიშვილმაც.

„ყოველ წელს ნახევარ ჰექტარზე მეტ კარტოფილს ვთესავდი, მაგრამ ახლა ეს რაოდენობა თითქმის 50 პროცენტით შევამცირე. აღარც შეღავათი გვაქვს და აღარც ფული, რომ საქმე გავიიოლო და მეტი მოსავალი მივიღო“, – გვეუბნება იგი.

დაუმუშავებლობა გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებული ნაკვეთების დიდ ნაწილს ეტყობა.

ფერმერების ‘ძვირი გაზაფხული’ [Photos] „აქ, მაგალითად, შარშან ამ დროს რომ მოსულიყავი, სულ ადგილობრივებით იყო გადავსებული, თესავდნენ. ახლა მინდვრები თითქმის ცარიელია“, – გვეუბნება სოფელ ზემო სხვილისის მცხოვრები მერუშ ნიკოგოსიანი და ამატებს, რომ ადგილობრივების უმეტესობამ, შემოდგომით, მარცვლეული კულტურა დათესა. ეს კი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის, ტექნკასა და საწვავზე მომატებულმა ფასმა, გაძვირებულმა სათესლე მასალამ და გასულ წელს მოწეული მოსავლის გაუსაღებლობამ.

ამ ფაქტორების გამო, კარტოფილის ნაცვლად, ხახვისა და ნიორის დარგვა გადაწყვიტეს სოფელ ბოლაჯურში მცხოვრებმა კაპანაძეებმა.

„ხახვი და ნიორი არც მიყიდია, სახლში მქონდა საკმარისი და მირჩევნია, ეს დავთესო, ვიდრე იმხელა ფასები ვიხადო კარტოფილის მოყვანაში და ან მივიღებ კარ მოსავალს, ან არა“, – გვეუბნება ლია კაპანაძე.

ფერმერების ‘ძვირი გაზაფხული’ [Photos] ხვნა–თესვისთვის რეგიონს შპს „მექანიზატორის“ 55 ტრაქტორი ემსახურება. შპს „მექანიზატორში“ ირწმუნებიან, რომ სახნავ–სათეს ტექნიკაზე ფასები არ მომატებულა.

„ერთი მეასედი მიწის მოხვნა 1.50 ლარი ღირს, ხოლო თესვა 1.60 ლარია. თანხა იმატებს იმ შემთხვევაში, თუ მიუდგომელი ადგილი, ან რამდენიმე წლის დაუმუშავებელი მიწაა. ამ შემთხვევებში შესაძლოა ორ ლარზე მეტის გადახდაც მოუწიოთ“, – ამბობს „მექანიზაციის სერვისცენტრის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა ჩინჩალაძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს ნაკვეთების დამუშავება გაცილებით ძვირი იმის გამოც უჯდებათ, რომ ხვნის ბარათებს ვეღარ ღებულობენ. ბარათებში ისინი „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს“ გულისხმობენ. პროექტის ფარგლებში ფერმერები ორი ტიპის ბარათს იღებდნენ, – ხვნის ბარათსა და აგრო ბარათს. პროგრამა ოთხწლიანი იყო და 2013–2016 წლებში მუშაობდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ , ყოველწლიურად, სამცხე–ჯავახეთში საშუალოდ 45 ათასი ბენეფიციარი სარგებლობდა. წელიწადში, რეგიონში, დაახლოებით 29 ათასი ჰექტარი ფართობი იხვნებოდა. უწყების ინფორმაციითვე, მთლიანად, პროგრამის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთში ფერმერებმა 32,145,637 ლარის სარგებელი მიიღეს.

ფერმერების ‘ძვირი გაზაფხული’ [Photos]

ფერმერების ‘ძვირი გაზაფხული’ [Photos]

ფერმერების ‘ძვირი გაზაფხული’ [Photos]

ფერმერების ‘ძვირი გაზაფხული’ [Photos]

ფერმერების ‘ძვირი გაზაფხული’ [Photos]

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


22.04.2017 მოსწავლის ინიციატივა სოფელ დილისკას სკოლისთვის

20.04.2017 განათლების მინისტრი პირველ სკოლაზე:'სამწუხაროდ ხანდახან არაკეთილსინდისიერი კონტრაქორები იმარჯვებენ'

20.04.2017 ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩემი სურვილია დამსახურებლ პედაგოგს სქემა ჩამოვხსნათ’

20.04.2017 არაქართულენოვანი პედაგოგები ტრენინგების მშობლიურ ენაზე ჩატარებას ითხოვენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.04.2017 სომეხთა გენოციდის 102–ე წლისთავი ახალქალაქში [Photo]

23.04.2017 ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2017 ორშაბათს ახალციხეში ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდება

23.04.2017 მაშველებმა გუბერნიის შენობის სახურავს აყრილი სახურავის ნაწილი მოაშორეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.04.2017 მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

18.04.2017 ქვის ფურნე და ცეცხლზე შემომდგარი თუჯის ქვაბი – მესხების სააღდგომო მზადება [Video]

14.04.2017 'ხმა სოფლიდან':ოლესია პერევერზევი ნინოწმინდიდან [Audio]

10.04.2017 ახალგაზრდებისგან დაცლილი სოფელი თოკი [Video]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში საგაზაფხულო ხვნები მიმდინარეობს
მესხი ფერმერების „წყალში გადაყრილი“ მოსავალი
ცვლილებები მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტში
რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ
ახალციხეში ხვნის ბარათებით წელს 300 ფერმერით მეტი  ისარგებლებს
მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება
რა პრობლემები აქვთ ფერმერებს ‘მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის’ ფარგლებში