FM97.5 / LIVE

კომისარიატში შესახლებულებს გამოსახლების ეშინიათ

მთავარისაზოგადოება 27.02.2013
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ხუთი ოჯახი ახალციხის ყოფილი კომისარიატის შენობაშია შესახლებული. ვის ეკუთვნის აღნიშნული შენობა და გამოყოფს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება ამ ოჯახებისთვის საცხოვრებელ ფართს.

კომისარიატში შესახლებულებს გამოსახლების ეშინიათ

კომისარიატის შენობაში შესახლებული ოჯახები

ყოფილი კომისარიატის შენობაში ხუთი ოჯახი გასული წლის 3 ნოემბერს დასახლდა. შენობაში შესახლებულებულები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება უსახლკარობამ მიაღებინათ. მათი თქმით, გაიგეს, რომ შენობა ცარიელი იყო და არავინ ეპატრონებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ დროებით ბინა სწორედ ამ შენობაში დაედოთ.

35 წლის მაია ლაცაბიძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ოთხი თვეა, რაც ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. არც თვითონ და არც მეუღლე არ მუშაობენ. სხვადასხვა სამუშაობზე, მასაც და მის ქმარსაც ხშირად უმუშავიათ, თუმცა სტაბილური სამსახური არცერთს არასდროს ჰქონია. უმაღლესი განათლება არ აქვთ და ამის გამო სამსახურს ვერ შოულობენ.

კომისარიატში შესახლებულებს გამოსახლების ეშინიათ

”საერთოდ არაფერი გამაჩნია, არც სახლი, არც კარი, არც საქათმე, არც საღორე. აქამდე მამამთილის ნაყიდი სახლი გვქონდა, მერე უსიამოვნება მოგვივიდა და სახლიდან გამოგვყარეს, ის სახლიც გაყიდეს და უსახლკაროდ დავრჩით. არცერთი არ ვმუშაობთ. ქირის ფულსაც ვერ გადავიხდიდით და რამე გამოსავალი უნდა მოგვეძებნა, ბავშვებს ქუჩაში ხომ ვერ დავტოვებდით?” - გვიყვება მაია ლაცაბიძე.

ოჯახს არც სადაზღვევო პოლისი აქვს და არც სოციალურ დახმარებას იღებს. მაია ლაცაბიძე იხსნებს, რომ ორი კვირის წინ ბავშვი ავად გაუხდა და წამლის ფული რომ არ ჰქონდა, მედიკამენტები ექიმმა მოუტანა.

კომისარიატში შესახლებულებს გამოსახლების ეშინიათ

”მარტო რომ ვიყო, საერთოდ გავეცლებოდი საქართველოს, ისე ვარ ყველაფერზე გაბრაზებული. რამდენჯერ მივედი ყველგან და ელემენტარულად დამლაგებლის ადგილი ვითხოვე, მაგრამ ვერსად ვერ დავიწყე მუშაობა. პოლიციაც რომ მოვიდეს და მითხრას აქედან გადიო, დავჯდები ქუჩაში და ხელს გავიშვერ, ბავშვებს საჭმელი ხომ მაინც უნდა ვაჭამო”, - ამბობს მაია ლაცაბიძე.
მისი ოჯახის გარდა ამ შენობაში სხვებიც ცხოვრობენ. ია გელაშვილი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ყოფილი კომისარიატის შენობაში ოთხი თვის წინ გადმოვიდა. ამბობს, რომ შვიდი წელია რაც გათხოვილია და ამ ხნის განმავლობაში ქირით ცხოვრობდნენ. ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს და ამიტომ ბინის ქირის გადახდასაც ვეღარ ახერხებდნენ. ოჯახი ოთხი წელია, რაც სოციალურ დახმარებას იღებს. ამის გარდა მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ.

”მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ვერ მუშაობს. მეც პატარა ბავშვს ვზრდი და მიხედვა ხომ უნდა. უმაღლესი განათლება მიღებული მაქვს, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია, სადაც მივაკითხე, არსად მიმიღეს”, - ამბობს ია გელაშვილი.

კომისარიატში შესახლებულებს გამოსახლების ეშინიათ

მის მსგვასად, ამ შენობაში შემოსახლებამდე ქირით ცხოვრობდა ფოთოლა კირვალიძის ოჯახიც. თუმცა, ქირის გადახდას ვერც ისინი ახერხებდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ყოფილი კომისარიატის შენობაში შესახლებულიყვნენ. მისი ოჯახი წარმოშობით ადიგენის მუნიციპალიტეტიდანაა, თუმცა 11 წელია რაც ახალციხეში ქირით ცხოვრობენ. ფოთოლა კირვალიძე იხსნებს, რომ წლების წინ მათ ოჯახში უბედური შემთხვევა მოხდა. პირველი შვილს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ერთი წლის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში მკურნალობნდენ, თუმცა ბავშვის გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს.

”პატარა ბავშვები მყავს და ვერსად ვერ ვატარებ. მეორე შვილი ორი წლის ხდება, იმის გამო, რომ 30-ლარიან გადასახადს ვერ გადავიხდი, ბაღშიც არ დამყავს. ამბობენ, უფასო გახდებაო და მეც ამის იმედი მაქვს”, - ამბობს ფოთოლა კირვალიძე.
კომისარიატის შენობაში შესახლებულები საცხოვრებელი ადგილის დაკანონებას ან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ. მათი თქმით, აღნიშნულის შესახებ ყველა ინფორმირებულია, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლებაც და პოლიციაც.

ყოფილი კომისარიატის შენობა და გადანაწილებული ოთახები[/center]

შენობა, რომელშიც წლების განმავლობაში სამხედრო კომისარიატი იყო განთავსებული, დაახლოებით ერთი წელია უფუნქციოდაა დარჩენილი. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ადგილობრივ ხელისუფლებას მისი განკარგვის უფლება არ აქვს. თუმცა, სხვაგვარი ინფორმაცია აქვთ აქ შესახლებულებს. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული შენობა მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მათგან ფართის დაკანონებას, ან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ.

კომისარიატში შესახლებულებს გამოსახლების ეშინიათ

”აქ თუ სხვების შემოსახლებას ან რაიმეს გაკეთებას იფიქრებენ, ჩვენ ქუჩაში აღმოვჩნდებით. ერთი საშუალო ოთახი და ერთი დერეფანი მაქვს დაკავებული. მოვიდეს კომისია და შეამოწმოს ვის რა ფართი აქვს. ერთ ოჯახს მინიმალური ფართი ხომ მაინც სჭირდება”, - ამბობს ფოთოლა კირვალიძე და იმედს იტოვებს, რომ სოცილურად დაუცველ მოსახლეობას უყურადღებოდ არ დატოვებენ,- თუ ეს შენობა მათი საკუთრება არაა, ან უნდა გაყიდონ, სხვაგან მაინც დაგვაკმაყოფილონ ფართით. ჩვენ მაინცდამაინც ამ შენობაზე არ გვაქვს ლაპარაკი”.

აქ ახლა არც დენი აქვთ და შენობაში არც საკანალიზაციო სისტემა არსებობს. აქ დასახლებული ოჯახები შენობის ეზოში მდებარე საპირფარეშოებით სარგებლობენ.

”როგორც ამბობენ, ერთი საუკუნის შენობაა და შიგნით არანაირი კანალიზაციის სისტემა არ არის გაყვანილი. ”ტუალეტი” გარეთ არის და წყალიც იქ მოდის. ზამთარში გაყინული იყო და მეზობლებისგან ვზიდავდით”, - ამბობენ ისინი.

ელექტროენერგია იმის გამო არ აქვთ, რომ შენობაზე დენის დავალიანებაა გადასახდელი.

”ჟურნალისტები იყვნენ მოსული, ეგეც ჩვენ გვინდოდა, რომ დროზე შეგვეტყობინებინა ყველასთვის, პოლიციაც იყო, გამგეობის წამომადგენლებიც, გაიგეს, რომ ჩვენ ვართ და დღემდე გაურკვევლობაში ვართ. ჩვენც ბევრჯერ მივაკითხეთ გამგეობას, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერსაიდან ვერ მივიღეთ, - ამბობს მაია ლაცაბიძე.

კომისარიატში შესახლებულებს გამოსახლების ეშინიათ

თანამოსახლეებისგან განსხვავებით, მისი ოჯახი სოციალურ დახმარებას არ იღებს: ”სოც. სამსახურში თვენახევრის წინ დავწერე განცხადება, აგენტი როცა მოვიდა სახლში არ ვიყავით, მეზობლებს უთქვამთ, მანდ არავინ ცხოვრობსო და გაუუქმებიათ. ხელმეორედ დავწერე განცხადება და ველოდები, რომ მოვიდნენ და შეამოწმონ”.

ამ შენობაში ახლა ხუთი ბავშვი ცხოვრობს. მშობლები ამბობენ, რომ იმის გამო, რომ შუქი არ აქვთ, ბავშვებს საღამობით გაკვეთილების სწავლაც უჭირთ.

”მერე რა, რომ ლტოლვილის სტატუსი არ მაქვს, სად წავიყვანო ეს ბავშვები?! შუქი აქ არ არის, წყალი აქ არ არის, რომ არ მიჭირდეს, ხომ არ მოვიდოდი. ათოსანი ბავშვები არიან და სწავლაშიც ვერ ვუწყობ ხელს”, - ამბობს მაია ლაცაბიძე.

[center]ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ აღნიშნული შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

”ჩვენ რომც მოგვაკითხონ, ეს არ არის ჩვენი ქონება და ამ სიტუაციაში ვერაფერს დავეხმარებით. ამ ეტპაზე არ დაგვიყენებია საკითხი, რომ აღნიშნული შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვიდეს”, - განმარტავს ოლეგ სანდროშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი კი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ამ შენობაში თვითნებურად შესახლებული მოქალაქეები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოქალაქეები არ არიან.

”ჯერ საკითხს ვიკვლევთ და ამის შემდგომ გეტყვით რა რეაგირებას მოვახდენთ. თუმცა ფაქტია, რომ ისინი უკანონოდ არიან შესახლებული. ბევრი ადამიანი, რომელიც მართლა ბინის გარეშეა დარჩენილი, ქვეყნის წინაშე რაღაც დამსახურება აქვს და ამ მხრივ მართლა პრობლემა აქვს, ქუჩაშია დარჩენილი. ზოგი კი თვითნებურად მიდის და ახდენს კონკრეტული ფართების დაკავებას”, - ამბობს ბესიკ ხითარიშვილი და ამატებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროსთვის ჯერ არ მიუმართავს. თუმცა, ეს სისტემა მთლიანად მოსაწესრიგებელია და ყველაფრის ერთბაშად გაკეთებას ვერ მოახერხებენ.

კომისარიატში შესახლებულებს გამოსახლების ეშინიათ

”თუ არის უკანონოდ შეჭრა, შესაბამისად კანონი უნდა აღსრულდეს. როცა არ არის რაიონის მკვიდრი და ის თვითნებურად ახდენს შეჭრას კონკრეტულ ფართში, ეს არის კანონის დარღვევა. აუცილებლად შედგება კომისია და ამ საკითხს შეისწავლის. ვიდრე საკითხი გადაწყდება, ეს ოჯახები იქ იცხოვრებენ”, - ამბობს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.

ვიდრე გაირკვევა ვის ბალანსზეა აღნიშნული შენობა და გადმოვა თუ არა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ყოფილი კომისარიატის შენობაში შესახლებული ხუთი ოჯახი, არასახარბიელო პირობებში ცხოვრებას განაგრძობს. თუმცა, მათ ესეც აკმაყოფილებთ და ამბობენ, რომ აქედანაც რომ გაასახლონ, ბავშვებიანად ღია ცის ქვეშ დარჩებიან.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალციხის კომისარიატში შესახლებულებს ეკონომიკის სამინისტროს იმედი აქვთ

‘შევაკვდები ამ საქმეს და ორი შვილით ხელში ქუჩაში ვერ გავალ’ – რა ბედი ელით კომისარიატში შესახლებულებს
კომისარიატში შესახლებულების ბედი ისევ გაურკვეველია
ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება
სადავო შენობა ხუთი ვეტერანის ოჯახმა დატოვა
სამსულიან ოჯახს გამოსახლებას უპირებენ
სამსულიან ოჯახს გამოსახლების ეშინია