სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის სკოლებში ‘ქართული ენის ფესტივალისთვის’ ემზადებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 05.04.2017
საგანმანათლებლო პროექტში „ქართული ენის ფესტივალი“, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს, სამცხე–ჯავახეთის სკოლები ჩაერთვნენ.

სამცხე–ჯავახეთის სკოლებში ‘ქართული ენის ფესტივალისთვის’ ემზადებიან

პროექტს – „ქართული ენის ფესტივალი“, საგანმანათლებლო ცენტრი – „ცამდე“ ახორციელებს. პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
პირველი ეტაპია, „ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად“, რომლის ფარგლებში, მომზადდა სახალისო გაკვეთილები მესამედან მეთერთმეტეკლასელი მოსწავლეებისთვის.

გაკვეთილებს პროგრამისთვის შერჩეული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების 53 მოხალისე სტუდენტი ატარებს, მათ ქართული ენის კეთილი ელჩები“ ჰქვიათ. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტიდან, მოხალისე მასწავლებლად, ოთხი სტუდენტია შერჩეული.

გაკვეთილი ინტერაქტიულ თამაშს მოიცავს, რომლის საშუალებით მოზარდები დაინახავენ, რამდენად ხშირად გამოიყენება სალაპარაკო ენაში ქართული ენის დამახინჯებული ფორმები, ბარბარიზმები, კალკები და რამდენად აბინძურებენ ისინი ენას.

ფესტივალის შემდეგ ეტაპზე 9 თანამედროვე მწერალი დაწერს ამბავს „ორ ენაზე“. მინიატიურები შეიქმნება მოზარდებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, როგორიც არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი პრობლემები, ეკოლოგია, პატრიოტიზმი და დასავლური ღირებულებები და სხვა.

„ორ ენაში“ კი ასეთ ამბავს ვგულისხმობთ: თითოეული მინიატიურა დაიწერება ავთენტური, თვითმყოფადი, ცოცხალი და ეკლექტური ქართული ენით და იგივე მინიატურა წარმოდგენილი იქნება ბარბარიზმებით, სლენგებითა და ჟარგონებით – რაც თვალნათელს გახდის – როგორ შეიძლება ამბავმა გამოიწვიო გულწრფელი ემოცია ერთ შემთხვევაში, ხოლო მეორე შემთხვევაში იგრძნობოდეს, როგორ მახინჯდება მშობლიური ენა მისი დაბინძურებით.

პროექტის კულმინაცია ოლიმპიადაა ქართულ ენასა და ლიტერატურაში – სადაც მესამედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ერთმანეთს მშობლიური ენის ცოდნაში შეეჯიბრებიან. ოლიმპიადა მოსწავლეებისათვის, საქართველოს 16 ქალაქში ტარდება, მათ შორის, ახალციხეში.

ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდება. ეტაპად. 1 ტური 7 მაისს იქნება, ნახევარფინალი - 28 მაისს, ფინალური ტური კი 4 ივნისს. პირველი ტურის საფასური 2 ლარია; ნახევარფინალში მონაწილეობისთვის მსურველმა 15 ლარი უნდა გადაიხადოს; მეორე ტურიც ჩატარდება იმავე ქალაქში სადაც ჩატარდა პირველი ეტაპი. ფინალური ტური უფასოა და ჩატარდება საქართველოს ორ ქალაქში. თბილისსა და ქუთაისში.

ოლიმპიადაზე გამოვლინდება 100-ზე მეტი გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ სტიპენდიას, ისწავლიან და დაისვენებენ „შერვუდის“ საგანმანათლებლო ბანაკში, მიიღებენ ველოსიპედს, ელექტრონულ წიგნს, პლანშეტს და კიდევ უამრავ საინტერესო და საჭირო პრიზს. ოლიმპიადაზე რეგისტრაცია შესაძლებელია საიტზე: tsamde.ge.

[sknews.ge]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში "ჰარის ოლიმპიადა" გაიმართება
არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
ახალციხე ქართული ენის კვირეულს შეუერთდა
ახალციხეში  მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“  ჩატარდება

ახალციხეში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
”ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ქართულად ლაპარაკი”