FM97.5 / LIVE

მეტი ასფალტირებული გზა და ახალი წყალსადენები სოფლებში

მთავარიეკონომიკა 28.02.2013
წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით 300 ათასით გაიზარდა და 1,219,170 ლარი შეადგინა.

მეტი ასფალტირებული გზა და ახალი წყალსადენები სოფლებში

ახალქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სპეცტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯერჯერობით არ არის გამოყოფილი, მაგრამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ტრანსფერი შეიძლება უახლოეს მომავალში გამოიყოს.

წელს ქუჩების ასფალტირებისთვის 687,170 ლარია გამოყოფილი, დანარჩენი 522,000 ლარი კი სოფლებში ახალი წყალსადენების გაყვანას უნდა მოხმარდეს.

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რომელ სოფლებში გაიყვანენ წყალსადენს, რადგან პრობლემა არაერთ სოფელს აქვს, გამოყოფილი თანხა კი მხოლოდ ერთეულებს ეყოფა. სასმელი წყლის პრობლემა აქვს სოფლებს მაჯადია, აზავრეთი, ჩუნჩხა, ქოთელია, ბარალეთი, ასევე წყალსადენის გამოცვლა საჭიროა ბავრასა და აბულში.

თუმცა, უკვე ცნობილია ქუჩები, უფრო სწორად, ქუჩის მონაკვეთები, სადაც ასფალტი დაიგება. მოასფალტდება: დარბინიანისა და დემირჩიანის ქუჩის მონაკვეთები; გასული წლიდან დარჩენილი მკრტიჩ სარგსიანის ქუჩის ნახევარი, რომელიც მაშტოცისა და ლომსაძის ქუჩებს აერთებს; ასევე, ჩარენცის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩის დასაწყისიდან საბავშვო ბაღამდე; რუსთაველის ქუჩის ნაწილი ჯავახეთის ქუჩასთან გზაჯვარედინიდან ქუჩის ბოლომდე და დაკიდებული ხიდის დასაწყისი სოფელ ხულგუმომდე.
ამ ეტაპზე ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვის შედგენაზეა გამოცხადებული.სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი ერთი თვის შემდეგ გამოცხადდება.

გასულ წელს ახალქალაქში ქუჩების მოასფალტების სამუშაოები სამშენებლო კომპანიამ „ჯავახეთის ავტოგზამ“ შეასრულა, რადგან ტენდერში მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა.

კომპანია „ჯავახეთის ავტოგზამ“ გასულ წელს სამშენებლო სამუშაოები პირველი თოვლის მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე დაასრულა. ვაან ბატოიანის თქმით, „ჯავახეთის ავტოგზამ“ ტენდერით გათვალისწინებული ყველა სამუშაოს დასრულება და ჩაბარება მოასწრო, თუმცა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მოასფალტების სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული, ასფალტზე არის ბზარები, ტროტუარები დაუსრულებელია, ასევე ქუჩის შუა ნაწილში ჩაღრმავებები და უსწორმასწორობებია დარჩენილი, მაგალითად, დარბინიანის ქუჩაზე.

„სამუშაოს დასრულება რომ ვერ მოესწროთ, ძალიან დიდი ჯარიმები დაეკისრებოდათ. თუ ცოტა ცუდად გააკეთეს, ექსპლუატაციის ვადა ერთი წელი აქვთ, წელს გამოასწორებენ. გასულ წელს ქუჩების ასფალტირებისთვის 500 ათასი ლარი ივნისის თვეში მოგვცეს, სანამ ტენდერი გამოვაცხადეთ, სანამ სამუშოები დაიწყო, საკმაოდ დაგვიანდა“, – ამბობს ვაან ბატოიანი.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.08.2020 'ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა' - ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 სახლების და სასტუმროს გარდა დამწვარია დაპირისპირებაში მონაწილე პირის ჯიხურიც [ფოტო]

09.08.2020 ახალციხეში ტაძრის გახსნის ცერემონიას გიორგი გახარია ესწრება

09.08.2020 ‘არის რამდენიმე დაშავებული, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ’ – შს მინისტრის მოადგილე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

დაუსრულებელი მოასფალტება
ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობა ისევ საშიშია
ნინოწმინდაში 12 ქუჩის მოასფალტებისთვის ტენდერი 1 828 238 ლარზე გამოცხადდა
ახალქალაქში 2013 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი დასრულდა
წელს ახალციხეში  ცენტრალური ქუჩების ნაწილი  მოასფალტდება
ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა
ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო