FM97.5 / LIVE

ავარიისას დაშავებული მოპედის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.04.2017
3 აპრილს, საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 22 წლის ახალგაზრდა, სტაციონალურ მკურნალობას გადის.

ავარიისას დაშავებული მოპედის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია

როგორც, „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში რჩება: „ორივე ფეხზე ჩაუტარდა ოპერაცია, ახლა მდგომარეობა სტაბილურია. შევხედავთ როგორ იქნება და იმის მიხედვით გავწერთ საავადმყოფოდან“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ავტოსაგაზაო შემთხვევა გუშინ, 3 აპრილს დაახლოებით 21:40 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, 9 აპრილის ქუჩიდან მომავალმა მოპედმა შუქნიშანზე ვეღარ გამოასწრო და Land Rover–ის მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელიც ამ დროს 9 აპრილის მიმართულებით უხვევდა. შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი, 1995 წელს დაბადებული ახალგაზრდა დაშავდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე ძიება სსკ–ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა [Photo]
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა
ავარიის შედეგად დაშავებული მოპედის მძღოლი საავადმყოფოში რჩება
ავარია ახალციხეში - დაშავებულია მოპედის მძღოლი
აწყურში მოზარდს ავტომანქანა შეეჯახა
ივლიტასთან მომხდარი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
მძღოლმა, რომელიც აწყურში მოზარდს დაეჯახა, დაშავებული მიატოვა