FM97.5 / LIVE

საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.04.2017
საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი საქართველოს შს მინისტრმა გიორიგ მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა რობ უენრაითმა მოაწერეს.

საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი გახდება და საქართველო ამით ხდება ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი. ევროპოლის ოპერატიულ პარტნიორად ქცევა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში“, – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

“ამ შეთანხმებას ისტორიულს ვუწოდებ, ვინაიდან ეს არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. დღეიდან საქართველო ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ხდება, რასაც ჩვენი თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სამსახურთან სრულიად ახალ საფეხურზე გადაყავს. ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას, ეს ნიშნავს უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ევროპის სამართლადამცავ უწყებებთან და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტურ ერთობლივ ბრძოლას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ევროპული ოჯახის წევრი სამართალდაცვის სფეროში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისთვის. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ითანამშრომლოს ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ოპერატიული ასევე არაოპერატიული მიმართულებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გაცვალოს ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი საპოლიციო და ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, მონაწილეობა მიიღოს ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში.

[sknews.ge]


20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

19.05.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2020 მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესება შეეძლება

22.05.2020 საპატრიარქოს ეკლესიები 20 ჰექტარ ტყეს დაირეგისტრირებენ - კოდექსი დამტკიცდა

22.05.2020 ‘ტურისტებს მოუწევთ დოკუმენტის წარდგენა, რომ კოვიდზე გამოკვლეული არიან’ - გამყრელიძე

22.05.2020 გაძვირდა თუ არა სტომატოლოგიური მომსახურება ახალციხეში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოსა და თურქეთს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება [R]
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
საქართველოს მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დასაწყებად მუშაობს
თინათინ ხიდაშელი: 'ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც კი ოდესმე საქართველოს და აშშ-ს ჰქონიათ' [R]
უფრო ძლიერი და უფრო დაცული საქართველო – ვარშავის სამიტის შედეგებმა მოლოდინები გაამართლა [R]
‘ევროპული პოლიტიკა ეროვნული პოლიტიკაა’ - ევროინტეგრაციის შესახებ ახალციხეში შეხვედრა გაიმართა