"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 03.04.2017
დღეს, 3 აპრილს, ახალციხეში,რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი 22 წლის მამაკაცი დაშავდა.

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა [Photo]


შემთხვევა დაახლოებით 21:40 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, 9 აპრილის ქუჩიდან მომავალმა მოპედმა შუქნიშანზე ვეღარ გამოასწრო და Land Rover–ის მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელიც ამ დროს 9 აპრილის მიმართულებით უხვევდა.

შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი, 1995 წელს დაბადებული ახალგაზრდა დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულებაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ დაშავებულს აქვს პოლიტრამვები და ღია მოტეხილობები: „მისი მდგომარეობა სტაბილურია, ამ წუთებში საოპერაციოდ ამზადებენ“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე ძიება სსკ–ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა [Photo]

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა [Photo]

[sknews.ge]


25.05.2017 მე–12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

25.05.2017 სამედიცინო ცენტრში „სიცოცხლის ხე“ უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს

24.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში აბარებენ

22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2017 რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება [Photo]

26.05.2017 „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა

26.05.2017 ახალციხეში ველოტური მოეწყო

26.05.2017 სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ავარიისას დაშავებული მოპედის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა
ავარია ივლიტასთან – დაშავდა ორი ახალგაზრდა
ივლიტასთან ავარიის გამო ერთი მოქალაქე დაშავდა [Photo]
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი