FM97.5 / LIVE

ამოცანა პირველი - სტუნდენტების რაოდენობის გაზრდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 26.02.2013
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ახალქალაქის კოლეჯის უნივერსიტეტად გადაქცევის შემდეგ სტუდენტების რაოდენობა მოიმატებს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, რომელიც ყოფილი ახალციხისა და ახაქალაქის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა, სასწავლო პროცესი 18 თებერვალს განახლდა.

ამ დრომდე ყოფილ ახალქალაქის უმაღლეს სასწავლებელში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ სოციალურ-ჰუმანიტარულ ფაკულტეტს ერთი პროგრამა დაემატა. ძირითად პრობლემად დღეისთვის კვლავ სტუდენტების სიმცირე რჩება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ახალქალაქის უმაღლესი სასწავლო დაწესებულების - კოლეჯის რეორგანიზაციის შედეგად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წლის 1 ნოემბრიდან ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტის რექტორად მერაბ ბერიძე დაინიშნა. რეორგანიზაცია განხორციელდა საქართველოს მთავრობის 416-ე დადგენილების საფუძველზე, რომელსაც ხელი ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მოაწერა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ვასილ მოსიაშვილის თქმით, რეორგანიზაციის შემდეგ სასწავლო დაწესებულებაში ბევრი არაფერი შეცვლილა.

ახალქალაქში ორი ფაკულტეტია - ბიზნესის ფაკულტეტი ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამით და სოციალურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტი ორი პროგრამით - ისტორია და ქართული ფილოლოგია. ისტორია პროგრამას კოლეჯის უნივერსიტეტად გადაკეთების შემდეგ დაემატა.

ამ ეტაპზე ახალქალაქში 62 სტუდენტი სწავლობს, აქედან 46 აქტიური სტუდენტია, 16 კი პასიური - ისინი რეგისტრირებულნი არიან, მაგრამ არც თანხას იხდიან და არც ლექციებს ესწრებიან. არააქტიურ სტუდენტებს გადასახადის გადახდა და სწავლის გაგრძელება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ძირითადი მიზეზი, რის გამოც უმაღლესში ცოტა სტუდენტებია, მოსიაშვილის თქმით, სასწავლო დაწესებულების სახელწოდებაში არსებული სიტყვა „კოლეჯია“, რაც რეორგანიზაციამდე იყო.

„როდესაც უნივერსიტეტის სახელწოდებაში იყო სიტყვა „კოლეჯი“, სტუდენტები ვერ იგებდნენ უნივერსიტეტი იყო ეს თუ კოლეჯი. ამიტომ სტუდენტების რაოდენობა შემცირდა. მათ არ იცოდნენ, ბოლოს რა სტატუსი ექნებოდათ - უნივერსიტეტდამთავრებულის თუ კოლეჯდამთავრებულის. კოლეჯში იყო მხოლოდ ბაკალავრიატის პროგრამა, მაგრამ ხალხს ეს არ ესმოდა. მათ ეგონათ, რომ დონემ დაიწია, ვერ იგებდნენ, რომ ბაკალავრის ხარისხის მიღება კოლეჯშიც შეიძლებოდა“, - ამბობს ვასილ მოსიაშვილი.

წელს უნივერსიტეტს 16 ადამიანი დაამთავრებს და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებს.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სტუდენტების მოსაზიდად სარეკლამო სამუშაოების ჩატარებას აპირებს. ისინი სკოლებში ქართულ და სომხურ ენებზე დაწერილ ბუკლეტებს გაავრცელებენ და ტელევიზიაში განცხადებასაც გააკეთებენ.

გარდა ამისა, ხელმძღვანელობა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის, მეორე სასწავლო კორპუსისა და უნივერსიტეტის საკანალიზაციო სისტემის გარემონტებას აპირებს. ამისთვის უნივერსიტეტს ფინანსები არ აქვს, თუმცა, იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო დაეხმარება. დახმარების თხოვნით მათ ხელისუფლებას უკვე მიმართეს და ახლა პასუხს ელოდებიან. რექტორატი დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ ახალქალაქში სტუდენტების რაოდენობა მოიმატებს. სტუდენტების რიცხვის გაზრდის შემდეგ ადმინიტრაცია ფიქრობს, რომ „ახალქალაქის უნივერსიტეტი ცალკეც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ამისთვის მას თავის შენახვა უნდა შეეძლოს. შემდეგ გამოყოფაზე ფიქრიც შეიძლება, რასაკვირველია, უნივერსიტეტის სტატუსით“, - ამბობს ვასილ მოსიაშვილი.

ამ ეტაპზე, ახალქალაქში, სტუდენტების ნახევარი ადგილობრივია, ნახევარი კი სხვა რეგიონებიდანაა ჩამოსული. სწავლა ფასიანია. სოციალურ-ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე წლის განმავლობაში სწავლის ღირებულება 1750 ლარია, ბიზნესის ფაკულტეტზე კი 2250 ლარი.

დღეისთვის უნივერსიტეტს ლექტორების ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი აქვს გამოცხადებული.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

09.12.2019 ახალციხის 29 ქუჩას ორი დღე სასმელი წყალი არ ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
ახალქალაქის კოლეჯი რეორგანიზაციის მოლოდინში
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა

უნივერსიტეტი  სამინისტროს  დირექტივებს ელოდება
ახალციხის უნივერსიტეტი 700 სტუდენტს მიიღებს