სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

კოსტავას ქუჩის ნახანძრალი ოჯახები [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.04.2017
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე,დაზარალებული ოჯახები ხანძრისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.

კოსტავას ქუჩის ნახანძრალი ოჯახები [Photo]
მამუკაშვილების სახლი. ფოტო: © ლუბა გიორგაძე


ყველა ოთახში დამწვარი და დაჩამონგრეული ჭერი, ნამწვავებით სავსე ოთახები და დაზიანებული კედლები – 2 აპრილს, ახალციხეში, კოსტავას #50 ნომერში გაჩენილმა ხანძარმა მამუკაშვილების შვიდ სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა.

კოსტავას ქუჩის ნახანძრალი ოჯახები [Photo] „რას ვაპირებთ მართლა არ ვიცი, იქნებ ნელ–ნელა გავაკეთოთ ეს სახლი, ვერც კი შევდივართ, ყველაფერი სველია და გვეშინია თავზე არ დაგვემხოს“, – ამბობს თამარ მამუკაშვილი.

მამუკაშვილების სახლი ერთ–ერთია იმ ხუთი სახლიდან, რომლებსაც გუშინ, 2 აპრილს, გამთენიას გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავი დაეწვა. ხუთი, გვერდიგვერდ მდგარი საცხოვრებლიდან მამუკაშვილების სახლი ყველაზე მეტად დაიწვა. სახლს სახურავი საერთოდ აღარ აქვს და წყალი რომ არ ჩავიდეს, ცელოფანია გადაფარებული.

კოსტავას ქუჩის ნახანძრალი ოჯახები [Photo] მამუკაშვილებმა სველი ავეჯისა და სხვა ნივთების გატანა მეზობლებთან მოსაწრეს, თუმცა, ამბობენ, რომ ბევრი რამ აღარ გამოდგება.
„სახლი ახალი გარემონტებული იყო, ყველაფერი შევცვალეთ. ახლა სულ ცოტა 20.000 ლარი მაინც მინდა, რომ სახლს დავამსგავსო“, – ამბობს ჯიმშერ მამუკაშვილი.

სავარაუდოდ, არანაკლებადაა დაზიანებული მამუკაშვილების მეზობლად მდგომი სახლიც, რომელიც ამჟამად დაკეტილია. მეზობლების თქმით, ამ სახლში ერთი მოხუცი ცხოვრობდა, რომელიც 15 წლის წინ გარდაიცვალა და მას შემდეგ აღარავინ გამოჩენილა.

„პლიციელები იყვნენ მოსული, ლენტი შემოავლეს და წავიდნენ. გვითხრეს, არ შეხვიდეთ საშიშიაო“,–ამბობენ მეზობლები.

კოსტავას ქუჩის ნახანძრალი ოჯახები [Photo]
დაკეტილი სახლი. ფოტო: © ლუბა გიორგაძე


2 აპრილს გაჩენილმა ხანძარმა, კიდევ სამი ოჯახი: ნატრიაშვილები, მერაბიშვილები და ბაღდოშვილები დააზარალა.

მერაბიშვილების სახლის სახურავი დაიწვა და სახლში წყალი ჩავიდა.

„ჩვენი ზარალი სახურავია და ჭერია სველი, გამაგრება უნდა, რომ არ ჩამოვარდეს. ავეჯი მოვასწარი და გარეთ გავიტანე“, – ამბობს ნანა მერაბიშვილი.

კოსტავას ქუჩის ნახანძრალი ოჯახები [Photo]
მერაბიშვილების სახლი. ფოტო: © ლუბა გიორგაძე


მერაბიშვილების მსგავს მდგომარეობაში არიან ნატრიაშვილებიც, ავეჯი და საოჯახო ნივთები არა, მაგრამ სახლის სახურავი მათაც შესაცვლელი აქვთ.

„სახურავზე დროებით ცელოფნები გადავაფარეთ, რომ წყალი არ ჩამოვიდეს და უარესად არ დაზიანდეს“, – ამბობს ბადრი ნატრიაშვილი.

კოსტავას ქუჩის ნახანძრალი ოჯახები [Photo]
ნატრიაშვილების სახლი. ფოტო: © ლუბა გიორგაძე


რა მდგომარეობაა სახლში, რომელშიც ბაღდოშვილები ცხოვრობენ, არ ვიცით. კარი დაკეტილი დაგვხვდა.

„ახალგზარდა ცოლ–ქმარი ცხოვრობს, გუშინვე დედამისი ჩამოვიდა და წაიყვანა“, – გვეუბნებიან მეზობლები.

კოსტავას ქუჩის ნახანძრალი ოჯახები [Photo]
ბაღდოშვილების სახლი. ფოტო: © ლუბა გიორგაძე


რატომ გაჩნდა კოსტავას ქუჩაზე ცეცხლი, რომელიც ხუთ, გვერდიგვერდ მდგარ სახლს მოედო, დაზარალებულებმა არ იციან. ვერსიას, რომელსაც გუშინ თამარ მამუკაშვილი ამბობდა, რომ შესაძლოა ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაეჩინა სახურავში, დღეს გამორიცხავენ.

მამუკაშვილების თქმით, ხანძრამდე ერთი დღით ადრე მათ სახლში ელექტროენერგია კი გაითიშა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა იმავე დღეს მოაგვარეს პრობლემა.

„ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, ჩვენს სახლში გამორიცხულია, ახალი გაყვანილობები მქონდა გაკეთებული. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ შესაძლოა უკანა სახლში (ბაღდოშვილების) გაჩნდა, რადგან ერთი ხაზია და თან ძველი სახლია, ძველი გაყვანილობებით“, – ამბობს ჯიმშერ მამუკაშვილი.

კოსტავას ქუჩის ნახანძრალი ოჯახები [Photo]
კოსტავას ქუჩა ხანძრის შემდეგ. ფოტო: © ლუბა გიორგაძე


ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გუშინვე დაიწყო, 187–ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება). საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა ნახანძრალი სახლები უკვე შეამოწმეს. თუმცა, ჯერ გარკვეული არაფერია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნახანძრალი სახლები მოინახულა ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემაც.

„იყო მოსული და გვითხრა, სხდომა გვაქვს და იქ გადავწყვეტთ, რა დახმარება შეიძლება გაგიწიოთო“, – გვეუბნება თამარ მამუკაშვილი.

მერიაში დაგვიდასტურეს, რომ დღეს სხდომაა ჩანიშნული, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, დაზარალებულების საკითხსაც გადაწყვეტენ.

კოსტავას ქუჩის ნახანძრალი ოჯახები [Photo]
კოსტავას ქუჩა ხანძრის შემდეგ. ფოტო: © ლუბა გიორგაძე


შეგახსენებთ, რომ ხანძარი კოსტავას ქუჩაზე, გუშინ, 2 აპრილს, გამთენიას მოხდა. ბოლო ორ კვირაში, ახალციხეში, ეს მსგავსი მასშტაბური ხანძრის მეორე შემთხვევაა. 21 მარტს, მესხეთის ქუჩაზე, გვიან ღამით გაჩენილმა ხანძარმა სამი კერძო, ასევე, გვერდიგვერდ მდგარი სახლის სახურავი დააზიანა. ჯამში, ბოლო ორ კვირაში, ორი შემთხვევის შედეგად, რვა ოჯახი დაზარალდა.

რა ბედი ელით დაზარალებულებს, ან რამდენად ეყოფათ ის დახმარება, რაც შეიძლება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღონ, ძნელი სათქმელია. უკვე გარკვეულია, რომ მესხეთის ქუჩაზე დაზარალებულებს, მერიიდან, მაქსიმუმ 2500 ლარით დაეხმარებიან. და ვიდრე, დახმარების ამბავი ბოლომდე გაირკვევა, ან ოჯახები დაზიანებული საცხოვრებლების შესაკეთებელ სახსრებს გამოძებნიან, დაზარალებულების ნაწილი სხვაგან ‘გაიხიზნა’. მეზობლებთან გაათიეს წუღელ ღამე მამუკაშვილებმაც და ამბობენ, რომ ალბათ ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ახალ საცხოვრებელს არ გამოძებნიან, ან არსებულს არ აღადგენენ.

კოსტავას ქუჩის ნახანძრალი ოჯახები [Photo]
ნახანძრალი სახლები. ფოტო: © ლუბა გიორგაძე


[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


20.09.2017 ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა

18.09.2017 ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

18.09.2017 ურექტორობის გამო, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მთელი რიგი პრობლემები იქმნება

18.09.2017 ახალციხის ორ ბაღში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.09.2017 ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის

20.09.2017 ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა

19.09.2017 რამ გამოიწვია მცირეწლოვნების მასობრივი მიმართვიანობა საავადმყოფოში, ჯერ ისევ უცნობია

19.09.2017 დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ნახანძრალი რვა ოჯახიდან ორს ვერ დაეხმარებიან
ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]
ნახანძრალი ოჯახები დახმარების მოლოდინში [Photo]
დამწვარი სახურავები, ჩანგრეული ჭერი და ჩარეცხილი კედლები –  ხანძარმა სამი ოჯახი დააზარალა
ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo]
კოსტავას ქუჩაზე ხანძრისგან მიყენებულ ზარალს მერია სწავლობს
ხარჯამში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა