FM97.5 / LIVE

სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 03.04.2017
„1+4“ პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის სხვადასხვა საჯარო უწყებაში სტაჟირების გავლის პროგრამა იწყება.

სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის

ინიციატივა: საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების პროგრამა „1+4“ პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პირველად ხორციელდება. პროგრამის ინიციატორი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია. საპილოტე პროგრამა საქართველოს გაერო-ს ასოციაციასთან თანამშრომლობით იწყება.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ამ დარბაზში იყვნენ შეკრებილი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ საკუთარ სამშობლოში, საქართველოში შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

უწყების ცნობით, სტაჟირების საპილოტე პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები სამ თვიან სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.

სტაჟირების პროგრამისთვის რეგისტრაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე smr.gov.ge, 23 მარტს დაიწყო და 10 აპრილამდე გაგრძელდება.

[sknews.ge]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.09.2020 ბორჯომის საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

30.09.2020 რატომ გადაკეტეს გზა კარწახის საბაჟოსთან – ადგილობრივების განმარტებები

29.09.2020 ‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე

29.09.2020 ახალქალაქში ადგილობრივები რკინიგზის გადაკეტვას გეგმავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო
სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების მსურველთა რეგისტრაცია 16 მარტს იწყება
სამცხე–ჯავახეთში  სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართა
საფეხური: სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის [Audio]
ქეთევან ციხელაშვილი სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა