"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ომბუდსმენის თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე პირებს მთელი რიგი პრობლემები აქვთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.04.2017
სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას უზრუნველყოს აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის აუცილებელი პროგრამების შექმნა, სერვისების განვითარება და გამართული ფუნქციონირება. პოზიტიური ღონისძიებების გატარებით აქტიურად დაუჭიროს მხარი მათი უფლებების დაცვას.

ომბუდსმენის თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე პირებს მთელი რიგი პრობლემები აქვთ

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. 2017 წელს ამ დღის თემაა „ავტონომია და უფლებაუნარიანობა“. გაეროს გენერალური მდივნის წლევანდელ მიმართვაში ნათქვამია, რომ საზოგადოების ყველა წევრმა უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი აუტიზმის მქონე პირთა მიმართ არსებული დამოკიდებულებების შეცვლისკენ, რათა მათ, თანდაყოლილი პიროვნული ღირსებისა და ინდივიდუალური ავტონომიის ფარგლებში შეძლონ ადამიანის უფლებებით სარგებლობა.

ამ პირების მიერ საკუთარი უფლებების რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია სათანადო პირობების შექმნა და მხარდაჭერა, რაც შესაძლებლობას მისცემთ აქტიურად იქნან ჩართული საზოგადოების განვითარების პროცესში.

"საქართველოში, ბოლო ერთი წლის მანძილზე აუტისტური სპექტრის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით ხელშესახები ცვლილებები არ განხორციელებულა. განსაკუთრებით მწვავეა ბავშვთა პრობლემები. გამოწვევაა მათზე მორგებული ჯანმრთელობის დაცვისა და აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისების, ინკლუზიური განათლების მიღების შესაძლებლობა. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათთვის საჭირო პროგრამებისა და მომსახურების შექმნას, ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში ჯეროვან ჩართვას", – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

ომბუდსმენის თქმით, განსაკუთრებით მძიმეა რეგიონებში მცხოვრები ბავშვების და მათი ოჯახების მდგომარეობა: "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მცირე გამონაკლისის გარდა, არა აქვთ გაზიარებული ამ პირთა მიმართ პასუხისმგებლობა და საკუთარი ვალდებულებები. მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, შვილისთვის აუცილებელი მომსახურების მიღების მიზნით, საცხოვრებლად გადავიდა დედაქალაქში. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე ვერ ხერხდება მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება. ქალაქ თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა ვერ ფარავს შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პირს, არსებობს მომლოდინეთა რიგები. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სახალხო დამცველის მიერ სხვადასხვა დროს გაცემული რეკომენდაციების შესრულების, მათ შორის ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოების, საჭიროებების კვლევასა და ანალიზზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავების აუცილებლობა“.

საქართველოს სახალხო დამცველი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით; უზრუნველყოს აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის აუცილებელი პროგრამების შექმნა, სერვისების განვითარება და გამართული ფუნქციონირება; პოზიტიური ღონისძიებების გატარებით აქტიურად დაუჭიროს მხარი მათი უფლებების დაცვას.

[sknews.ge]


26.07.2017 დღეს გამოცდა ფიზიკაში და მაგისტრანტებისთვის უნარებში ჩატარდა

24.07.2017 დღეს გამოცდა მასწავლებლებმა და მაგისტრანტებმა ჩააბარეს

21.07.2017 სამცხე–ჯავახეთში "ბუკს" 2 258 პირველკლასელი მიიღებს

19.07.2017 მინაძის ადმინისტრაციულ შენობაში ერთი ოთახი „ჟვანიას სკოლას“ გადაეცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.07.2017 დაჯარიმებული კომპანია და უხელფასოდ დარჩენილი მუშები

26.07.2017 ერთ კვირაზე მეტია, ივანე ახალციხელის ქუჩა ჩაბნელებულია

26.07.2017 შსს: წაღვერში, დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

26.07.2017 ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი: აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშეა
ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის  მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე
აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ომბუდსმენი  ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს მიმართავს
რა იცით აუტიზმის შესახებ [Video]
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა
სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა
ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს  უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა