სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბორჯომის დრამატული თეატრი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.04.2017
ბორჯომის დრამატულმა თეატრმა თურქეთში ქალაქ მერზიფონის მე-3 თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

ბორჯომის დრამატული თეატრი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა
თურქეთის ქალაქ მერზიფონის თეატრალურ ფესტივალში საქართველოს გარდა კიდევ 4 ქვეყნის თეატრი იღებდა მონაწილეობას.

ბორჯომის დასი მაყურებლის წინაშე, პოლიკარპე კაკაბაძის სატირული კომედიით “ყვარყვარე თუთაბერით“ წარსდგა.

თეატრის რეჟისორის ზაზა კიკნაველიძის თქმით, სპექტაკლი ადგილობრივ ტელევიზიაში პირდაპირი თარგმანით გადაიცემოდა, დარბაზში კი წარმოდგენას ქალაქ მერზიფონის მერი დაესწრო.

„ფესტივალის ფარგლებში, მონაწილე თეატრებისთვის მოეწყო ექსკურსიაც. დავათვალიერეთ ქალაქის ისტორიული ადგილები. ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე “- ამბობს ბორჯომის თეატრის რეჟისორი ზაზა კიკნაველიძე.

საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატობის წოდების გარდა, ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმიც, რომელიც თეატრალური კოლექტივების დაძმობილებასა და შემდგომ ურთიერთობას გულისხმობს.

ბორჯომის დასმა თურქეთში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით მიიღო.

ბორჯომის დრამატული თეატრი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა

ბორჯომის დრამატული თეატრი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრი  საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს
მესხეთის თეატრი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება
ახალციხეს კულტურის მინისტრი ესტუმრება
მესხეთის თეატრი ეროვნული დრამატურგიის მესამე ფესტივალს იწყებს
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი გაიხსნა
მესხეთის თეატრი დღეს გორის თეატრს უმასპინძლებს
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი დასრულდა