"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში დღეიდან ბილეთების ფასი შეიცვალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.04.2017
დღეიდან, 1 აპრილიდან, ახალციხის ზედა ციხეში შესასვლელად ახალი ტარიფები ამოქმედდა.

ახალციხის ციხეში დღეიდან ბილეთების ფასი შეიცვალა

ახალი ტარიფების მიხედვით, ზედა ციხის დათვალიერებისთვის ვიზიტორი 6 ლარს გადაიხდის, სტუდენტი 3 ლარს, მოსწავლე კი 2 ლარს. აქამდე ქართველი ვიზიტორები 5 ლარს, უცხოელები 7 ლარს, სტუდენტები 2 ლარს, მოსწავლეები კი 1 ლარს იხდიდნენ.

უცვლელი დარჩა გიდის მომსახურება, ქართულ ენოვანი გიდის დაქირავება კვლავ 10 ლარი; უცხოურ ენოვნის კი 20 ლარი იქნება.

ადმინისტრაციის განცხადებით, შესაბამისი მოწმობის წარდგენით, ციხის ორივე ნაწილის დათვალიერება უფასო იქნება:

საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომელთათვის;
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის;
6 წლამდე ასაკისა და მიუსაფარი ბავშვებისათვის;
სოციალურად დაუცველ პირთათვის;
ომის ვეტერანებისთვის;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

„ახალციხის ციხის“ დირექტორის ზაზა თამარაშვილის განმარტებით, ფასების ცლილება ორმა ფაქტმა განაპირობა, გაითვალისწინეს საქართველოს სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეკომენდაცია, რომლის თანახმად, ფასი დისკრიმინაციული იყო და გაათანაბრეს. ასევე, ბილეთის ფასები შესაბამისობაში მოიყვანეს სხვა ტურისტულ ობიექტებთან და მუზეუმებთან მიმართებაში.

ახალციხის ციხე ორი ნაწილისაგან შედგება, ზედა და ქვედა ციხე. ქვედა ციხეში მომსახურების ობიექტებია, – კაფეები და რესტორნები, ზედა ციხეში კი ისტორიული ობიექტები. შესვლა ფასიანი მხოლოდ ციხის ზედა ნაწილშია.

[sknews.ge]


26.07.2017 დღეს გამოცდა ფიზიკაში და მაგისტრანტებისთვის უნარებში ჩატარდა

24.07.2017 დღეს გამოცდა მასწავლებლებმა და მაგისტრანტებმა ჩააბარეს

21.07.2017 სამცხე–ჯავახეთში "ბუკს" 2 258 პირველკლასელი მიიღებს

19.07.2017 მინაძის ადმინისტრაციულ შენობაში ერთი ოთახი „ჟვანიას სკოლას“ გადაეცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.07.2017 დაჯარიმებული კომპანია და უხელფასოდ დარჩენილი მუშები

26.07.2017 ერთ კვირაზე მეტია, ივანე ახალციხელის ქუჩა ჩაბნელებულია

26.07.2017 შსს: წაღვერში, დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

26.07.2017 ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხეში’ ბილეთის ფასმა  მოიმატა
ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იმატა
ახალციხის ციხის მონახულება გაძვირდა
ახალციხის ციხის ტერიტორიის ნაწილის დათვალიერება დღეიდან ფასიანი გახდა
ადგილობრივებისთვის ზედა ციხის დათვალიერება გაძვირდა
ახალციხის  ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა
ახალციხის ციხის დათვალიერება ხვალ უფასო იქნება