სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

კვირის აქცენტი: რისთვის სჭირდება ახალციხეს ქალაქის სტატუსი [Video]

მთავარიSK TV, კვირის აქცენტი–რადიო 04.08.2017
ინიციატივას, გააუქმოს შვიდი თვითმმართველი ქალაქი, მუნიციპალიტეტები დუმილით ხვდებიან; არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კი საფრთხეებზე საუბრობს.

კვირის აქცენტი: რისთვის სჭირდება ახალციხეს ქალაქის სტატუსი [Video]

რატომ უნდა ჰქონდეს ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, რა ნაბიჯები უნდა გადაედგა რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მთავრობას, სტატუსის გაუქმებაზე ფიქრის ნაცვლად – „სამხრეთის კარიბჭეს“გადაცემაში "კვირის აქცენტი" არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი გიორგი ანდღულაძე და ახალციხის საკრებულოს დეპუტატი პარტია „ევროპული საქართველოდან“, ასევე, ახალციხის საკრებულოს (დაყოფამდელი პერიოდის) ყოფილი თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი საუბრობენ.

ამავე გადაცემაში თქვენ მოისმენთ ახალციხის მცხოვრებლების პოზიციას.



შეგახსენებთ

კვირის აქცენტი: რისთვის სჭირდება ახალციხეს ქალაქის სტატუსი [Video] მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. მიზეზად ხარჯების დაზოგვას ასახელებენ.

კვირის აქცენტი: რისთვის სჭირდება ახალციხეს ქალაქის სტატუსი [Video] "7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება, რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევაა" – ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართვა გაუგზავნეს.

კვირის აქცენტი: რისთვის სჭირდება ახალციხეს ქალაქის სტატუსი [Video] პარლამენტის თავმჯდომარე 7 ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებაზე: დღეს ამაზე პოზიცია ვერ მექნება – ასეთი იყო ირაკლი კობახიძის პირველი რეაქცია და პასუხი არასამთავრობოების მიმართვის შემდეგ;

კვირის აქცენტი: რისთვის სჭირდება ახალციხეს ქალაქის სტატუსი [Video] საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გავრცელებული მიმართვის პასუხად, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამ საკითხზე დაწყებული მსჯელობა დაადასტურა და არგუმენტები მოიყვანა.

უკურნებელი პოლიტიკური სენი – ასე უწოდებს ინიციატივას ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი და ამბობს, რომ "ქალაქს, რომელსაც არ აქვს საკუთარი ბიუჯეტი, საკუთარი შემოსავლები, საკუთარი ქონება, არ აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს საკუთარი განვითარების პრიორიტეტები, ხელგაწვდილი მოუწევს სიარული ნებისმიერი სასიკეთო წამოწყებისათვის აუცილებელი დაფინანსების მოსაპოვებლად".

რის ხარჯზე და რატომ ცდილობს მთავრობა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას და როგორ ესმის ხელისუფლებას დემოკრატიის განვითარება თვითმმართველობებში; რეფორმის ჩაშლის მცდელობა და თვითმმართველობების დუმილი – ნახეთ მასალაში – ბრძოლა თვითმმართველი ქალაქის სტატუსისთვის


არქივი

კვირის აქცენტი: რისთვის სჭირდება ახალციხეს ქალაქის სტატუსი [Video] „ქვეყანა, რომელსაც მმართველობის პირველი დონე სუსტი აქვს, წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს", – ასე ფიქრობდნენ ახალციხეში ჯერ კიდევ 2013 წელს, მაშინ, როდესაც ახალციხისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე დაიწყო საუბარი, რასაც ახალციხეში ასე ელოდნენ. ნახეთ, სტატია არქივიდან – ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება.

[sknews.ge]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2017 ლომჯარია: საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები განსაკუთრებით პრობლემურია

10.12.2017 ომბუდსმენი: ადამიანის უფლებათა დამცველთა დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემაა

10.12.2017 იმ გოგონას დედამ, რომელიც 7 თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს, თავი ჩამოიხრჩო

09.12.2017 ახალციხეში წიწვოვანი ჯიშის ხეების უკანონოდ გაჩეხვს ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

დღეს საკრებულოები  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე იმსჯელებენ
პარლამენტის თავმჯდომარე 7 ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებაზე: დღეს ამაზე  პოზიცია ვერ მექნება
არასამთავრობოები: 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება დემოკრატიის სტანდარტს შეამცირებს
ახალციხის საკრებულომ  ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე მსჯელობა დაიწყო
თამარ კორძაია: თვითმმართველ ერთეულებს სთხოვენ „საკუთარი ინიციატივით“ გაერთიანდნენ
ირაკლი მელაშვილი 7 ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევაზე: უკურნებელი პოლიტიკური სენი
"კვირის აქცენტი" - თემა: "თვითმმართველობის რეფორმა" [Video]