სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა

მთავარისიახლე, სამართალი 31.03.2017
ახალციხეში, ყოფილი სკოლა–ინტერნატის შენობაში შესახლებული ვეტერანების საქმე სასამართლომ უკვე განიხილა და გადაწყვეტილებას 19 აპრილს გამოაცხადებს.

ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა

ვეტერანების საქმის მთავარი სხდომა დღეს, 31 მარტს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. სასამართლომ სკოლის შენობაში შესახლებული ვეტერანების პოზიცია, ასევე, მხარეების საბოლოო სიტყვები მოისმინა.

სასამართლოს ახალციხის მერიის იურისტმა მერი გოგოლაურმა ვეტერანების დაუყოვნებლივ გამოსახლება სთხოვა. მოპასუხე მხარის ადვოკატმა, ივანე ტატალაშვილმა კი მოსამართლეს სთხოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვას აღნიშნული შენობიდან ვეტერანების გამოსახლება, თუ მათ სანაცვლოდ სახლემწიფო ბინებს მისცემს.

მესამე მხარის, ანუ ააიპ „სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ადვოკატი ეკა აბაშიძე მოსარჩელე მხარის პოზიციას დაეთანხმა: „დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ვეტერანებმა ეს შენობა და აქ საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრი უნდა მოეწყოს“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონული სასამართლო ახალციხის მერიის სარჩელს იხილავს. ქალაქის მერია პეტრე იბერის N17–ში, სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებული ვეტერანების დაუყოვნებლივ გამოსახლებას ითხოვს. აღნიშნულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 2 მარტს გაიმართა.

ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს 9 ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

ვეტერანების საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 19 აპრილს, 3 საათზე გამოაცხადებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 5 ავტორი ფენტეზის ჟანრიდან - წიგნები მოზარდებისთვის

22.04.2018 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22.04.2018 51:3 – 'ტაომ' 'დევები' მეორედ დაამარცხა

21.04.2018 ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის' ჩვენება გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

სასამართლოში ვეტერანების  საქმის განხილვა იწყება
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს
ვეტერანების საქმის განხილვა გადაიდო
ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა
სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანების სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სასამართლოში უჩივიან
ვეტერანების საქმე სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღი