"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

საქსტატი: საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.03.2017
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა კი მოიმატა.

საქსტატი: საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა

2016 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 56 569 შეადგინა (28 887 ბიჭი და 27 682 გოგო), რაც წინა წელთან შედარებით 4,5 პროცენტით ნაკლებია. გარდაცვლილთა რიცხოვნობა კი, წინა წელთან შედარებით 3,4 პროცენტით გაიზარდა და 50 771 შეადგინა.

საქსტატი: საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა
ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა სქესის მიხედვით. წყარო: საქსტატი


სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2008 წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიგითობის განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. კერძოდ, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, პირველი შვილის წილი კი შემცირდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. ეს ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით მესამე და მომდევნო შვილის წილი 1,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

წინა წელთან შედარებით 2016 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ შობილი ბავშვების წილი 38,8 პროცენტიდან 35,6 პროცენტამდე შემცირდა.

2016 წელს დედის საშუალო ასაკმა პირველი ბავშვის დაბადებისას 25,0 წელი შეადგინა.

საქსტატი: საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა
გარდაცვლილთა რიცხოვნობა. წყარო: საქსტატი


საქსტატის ცნობით, მცირეოდენი ცვლილება განიცადა გარდაცვლილთა სქესობრივ-ასაკობრივმა სტუქტურამაც. ყველაზე დიდი პროცენტული მატება დაფიქსირდა 65-69 და 85 და მეტი წლის ასაკობრივ ჯგუფებში, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. ყველაზე დიდი პროცენტული კლება კი ორივე სქესისათვის დაფიქსირდა 70-74 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2016 წელს 9,0 პრომილე შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0,4 პუნქტით მეტია. 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2015 წელთან შედარებით 0,5 პუნქტით გაიზარდა და 10,7 პრომილე შეადგინა.

2016 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის) წინა წელთან შედარებით 42,8 პროცენტით შემცირდა და 5 798 შეადგინა.

საქსტატი: საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა

ბუნებრივი მატება რეგიონების მიხედვით. წყარო: საქსტატი

2016 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში.

[sknews.ge]


25.05.2017 მე–12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

25.05.2017 სამედიცინო ცენტრში „სიცოცხლის ხე“ უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს

24.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში აბარებენ

22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2017 რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება [Photo]

26.05.2017 „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა

26.05.2017 ახალციხეში ველოტური მოეწყო

26.05.2017 სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

საქსტატი: 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 4,8%–ით გაიზარდა
საქსტატი: 2015 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 2,3%–ით შემცირდა
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით  2015 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 0,7%–ით გაიზარდა
საქსტატი: განქორწინების რიცხვი ყველაზე მაღალი 1 წლამდე ხანგრძლივობის  ქორწინებაშია
საქსტატი: 2014 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა შემცირდა
საქსტატი: მაისში ფასები ტრანსპორტზე, სამედიცინო პროდუქციასა და ბოსტნეულზე გაიზარდა
საქსტატი: აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6% შეადგინა