"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია სრულდება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 31.03.2017
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს, 18:00 საათზე სრულდება. რეგისტრაციას აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გადიან(www.naec.gov.ge; online.naec.ge).

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია სრულდება

დღეის, ანუ, 31 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა, 20 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა; მაგ.: თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ქიმია, მაგრამ გადაწყვიტა გეოგრაფიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულად შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.).

მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (20 მაისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, მათი არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.

ამ დროის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 37 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაციაც სრულდება.

[sknews.ge]


17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15.08.2017 განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

11.08.2017 მინისტრის ახალი ინიციატივა – სკოლებში ვაშლები დარიგდება

07.08.2017 7 აგვისტოდან აბიტურიენტებისთვის აპელაციის პროცესი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.08.2017 სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება

17.08.2017 გზა სანიაღვრეს გარეშე – წყორძაში სახლების დატბორვის ეშინიათ

17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

17.08.2017 წყორძაში ტაძრის გარშემო დაგებული ასფალტი აიღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
ეროვნული გამოცდებისთვის  41.500 - ზე მეტი აბიტურიენტი ემზადება
დაიწყო რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
20 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება იწყება
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო