FM97.5 / LIVE

ახალციხეში, ახალშეცვლილი სახურავებიდან წვიმა სახლებში ჩადის

მთავარისაზოგადოება 13.03.2013
ახალციხის მრავალბინიან სახლებში ახლადგადახურული სახურავებიდან წყალი ოთახებში ჩავიდა. რატომ დაზიანდა პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხით, გასულ ზაფხულს შეცვლილი სახურავები და ვინ არის პასუხისმგებელი მათ შეკეთებაზე.

ახალციხეში, ახალშეცვლილი სახურავებიდან წვიმა სახლებში ჩადის
თამარაშვილის #7-ში მცხოვრებ ნორა კოპტონაშვილთან და კარინა პეტროსიანთან სამი დღეა ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ოთახში წყლის რაოდენობა მხოლოდ მას შემდეგ კლებულობს, როცა სახურავში წყალს თასებსა და ვედრებს შეუდგამენ.

კოპტონაშვილებთან წყალი საძინებელსა და სამზარეულოს, პეტროსიანებთან კი ლოჯსა და საპირფარეშოში ჩადის. სახურავიდან წყალი დის სადარბაზოშიც.

- ”სადარბაზოდან წყალი საპირფარეშოს კედელში იჟონება და ალბათ მალე კაფელს ჩამომიყრის, - ამბობს ნორა კოპტონაშვილი და თან საძინებელში წყლისგან დამბალ და ჩამოწეულ ჭერს გვიჩვენებს - არც მაქვს საშუალება, რომ შევაკეთო, მარტოხელა პენსიონერი ვარ. ფულიც რომ მქონდეს, რემონტის გაკეთებას აზრი არ აქვს, ჯერ სახურავი უნდა შეიცვალოს”.

საპირფარეშოში სახურავია ჩამოშლილი პეტროსიანთანაც: ”ტილოებს ვაფენ ძირზე და მერე ვწურავ. იმდენი ჭურჭელიც არ მაქვს, რომ სახურავშიც დავდგა და აქაც”.

ახალციხეში, ახალშეცვლილი სახურავებიდან წვიმა სახლებში ჩადის

თამარაშვილის #7-ში მცხოვრებლები ამბობენ, რომ წყალი კორპუსში მას შემდეგ ჩადის, რაც ყოფილმა მთავრობამ ბინას სახურავი შეუცვალა.

- ”ქალაქში რომ დაიწყეს სახურავების შეცვლა, ჩვენც მაშინ შეგვიცვალეს. თავიდან ასე ძალიან არ დიოდა წყალი, რაც დრო გადის, წყლის რაოდენობა უფრო და უფრო მატულობს”, - ამბობს პეტროსიანი, რომელსაც სახურავი საკუთარი ხარჯით, ”ცინკით” ჰქონდა დახურული, თუმცა იმ მიზეზით, რომ ქალაქში ყველა სახურავი წითელი ფერის უნდა ყოფილიყო, ის აუყარეს და როგორც თავად ამბობს, წითლად შეღებილი თუნუქით დაუხურეს.

3 500 ლარად, ასევე ”ცინკით” გადახურული სახურავი თუნუქით შეუცვალეს მეზობელ სადარბაზოში მცხოვრებ ტატიანა ჩიფლიკიანსაც. მას სახურავიდან წყალი არ ჩამოსდის, თუმცა ამბობს, რომ არასათანადოდ დატანებული საწვიმრების გამო წყალი პირდაპირ კედელსა და ფანჯრებზე იჟონება, რაც დროთა განმავლობაში დააზიანებს კორპუსს.

- ”პრეზიდენტი მოდიოდა, ციხე უნდა გაეხსნათ რაბათში და გადახურვის დასრულება უნდა მოესწროთ, ისე სწრაფად გააკეთეს და დაყარეს, რომ დარჩენილი მასალები ეზოში დედასთან ერთად ვზიდე”, - გვითხრა ჩოფლიკიანმა.

თამარაშვილზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილობრივ თავითმმართველობასთან დაკავშირება ქალაქის ტელეფონზე არა ერთხელ სცადეს, თუმცა, ამაოდ.

- ”ვისთან არ ვრეკე, მაგრამ არავინ არასდროს ტელეფონს არ პასუხობს. მოგვხედონ სანამ წყალი სულ წაგვიღებს”, - აცხადებს პეტროსიანი.

ბოლო სამი დღის განმავლობაში წვიმიანი ამინდების გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას იგივე პრობლემის გამო, 9 პარილის ქუჩისა და 8-სართულიანი კორპუსის მცხოვრებლებმაც მიაკითხეს.

- ”ყველა ვინც ჩვენთან მოვიდა სამხარეო აპარატში გავგზავნეთ, რადგან მრავალბინიანი სახლები პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხით გადაიხურა, თანხა გუბერნიამ მიიღო, მანვე გააფორმა ხელშეკრულებები მშენებლ კომპანიებთანაც, ამდენად მუნიციპლიატეტი მაგ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებელი არ არის, ჩვენ არც დამკვეთები ვიყავით და არც შემსრულებლები”, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თენგიზ ზედგინიძემ.

სამხარეო ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ისევე ჩაიბარა დასრულებული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, როგორც სამხარეო ადმინისტრაციამ.

- ”დამკვეთები არ იყვნენ, მაგრამ მათაც ჰყავდათ გამოყოფილი ჯგუფი, რომელიც ამოწმებდა და იბარებდა პროექტს”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო აპარატის საფინანსო სამეურნეო სამსახურის უფროსი გოჩა ბერიძე.

მისი თქმით, გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული ამ დრომდე იმის ჩივილით, რომ ახლად გადახურული სახურავიდან წყალი ჩამოვიდა სამხარეო ადმინისტრაციაში არავინ მისულა: ”წყალი არსად არ ჩამოდის. მხოლოდ გუშინ მოგვაკითხრა ერთმა პიროვნებამ 9 აპრილის ქუჩიდან. თუმცა, ასე მალე, ერთ დღეში ვერაფერს შევაკეთებდით”.

ახალციხეში, ახალშეცვლილი სახურავებიდან წვიმა სახლებში ჩადის

ბერიძე ამბობს, რომ დაზიანებულ სახურავებს სპეციალურად გამოყოფილი ჯგუფი შეამოწმებს და დაზიანების შემთხვევაში მათი შეკეთება, იმ მშენებელ ფირმებსა და კომპანიებს მოუწევთ, რომლებმაც გადახურეს: ”მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ სახურავი სპეციალურად არაა გახვრეტილი ანტენის დამაგრების ან სხვა მიზეზის გამო”.

იმის შესახებ თუ რა თანხა გამოიყო პრეზიდენტის ფონდიდან სახურავების შესაცვლელად, რამდენი მრავალბინიანი სახლი გადაიხურა, რა დაჯდა მათი შეცვლა, რა მასალით დაიხურა კორპუსები და რომელმა მშენებელმა კომპანიებმა შეასრულეს სამუშაოები ”სამხრეთის კარიბჭემ” წერილობით სამხარეო ადმინისტრაციას მიმართა. პასუხებს აღნიშნულ კითხვებზე და ასევე იმის შესახებ, შეაკეთებენ თუ არა დაზიანებულ სახურავებს მშენებელი კომპანიები უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

რა დაჯდა პრეზიდენტის წითელი სახურავები
ახალციხელებს პრეზიდენტის ფონდით შეცვლილ სახურავებს ხელახლა ურემონტებენ
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
მესხეთის თეატრის გარდერობსა და ფოიეში წყალი ჩადის
ახალციხეში, სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩასდით [PHOTO]
სამხარეო ადმინისტრაციის დაზიანებულ ნაწილში წვიმა ჩადის [ფოტო]
ახალციხეში, სტიქისგან სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩადის