"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

პარლამენტის თავმჯდომარე 7 ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებაზე: დღეს ამაზე პოზიცია ვერ მექნება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 29.03.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის შესაძლო გაუქმებაზე დეტალური მსჯელობაა საჭირო და დღეს ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

პარლამენტის თავმჯდომარე 7 ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებაზე: დღეს ამაზე  პოზიცია ვერ მექნება

"ამასთან დაკავშირებით არის საჭირო ძალიან დეტალური მსჯელობა. თავის დროზე გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღებოდა ნაჩქარევად. როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა. დეტალურად მსჯელობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ გადაწყვეტილების პლიუსები და მინუსები, მათ შორის ეკონომიკური, სოციალური ეფექტი და ა.შ. და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. შესაბამისად, დღეს ვერანაირი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერ მექნება", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 120–მა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმება, "ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. რაც მთავარია, ეს ნაბიჯი დააშორებს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, შეაჩერებს მიმდინარე პროექტებს და შეამცირებს ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტს".

აქვემ შეგახსნეებთ, მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. მიზეზად ხარჯების დაზოგვას ასახელებენ. ახალციხეში, რომელიც თვითმმართველი ქალაქი 2014 წლის ივლისში გახდა და თემს გამოეყო, ახალ ინიციატივას ძირითადად უარყოფითად აფასებენ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


23.06.2017 ახალციხის სკოლებიდან ქიმიის გამოცდაში 5 მეთერთმეტე კლასელი ჩაიჭრა

22.06.2017 სოფელ აბასთუმანის სკოლაში დაპირისპირების საქმეს განათლების სამინისტრო შეისწავლის

22.06.2017 მეთერთმეტე კლასელები გამოცდას ქიმიაში აბარებენ

22.06.2017 უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებმა აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმები გააცნეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.06.2017 ახალციხეში ენერგომენეჯმენტის შესახებ სემინარი გაიმართა

23.06.2017 ახალციხის სოფლებს სამი სახელობითი სკვერი შეემატება

23.06.2017 „დაავადებათა კონტროლის ცენტრი” მოსახლეობას აფრთხილებს

23.06.2017 ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

არასამთავრობოები: 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება დემოკრატიის სტანდარტს შეამცირებს
დღეს საკრებულოები  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე იმსჯელებენ
კვირის აქცენტი: რისთვის სჭირდება ახალციხეს ქალაქის სტატუსი [Video]
ახალციხის საკრებულომ  ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე მსჯელობა დაიწყო
არასამთავრობოები პრემიერს თვითმმართველი ქალაქების გაუქმების თაობაზე შეხვედრას სთხოვენ
პრეზიდენტი თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების იდეას არ ეთანხმება
ახალციხის საკრებულომ თემთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო