სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალი ნაგავმზიდებით ნარჩენებს ახალციხის ყველა ქუჩიდან ვერ გაიტანენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 28.03.2017
რატომ დადგა ახალციხის საკრებულოს სხდომაზე საკითხი, იმ ნაგავმზიდების შეცვლის შესახებ, რომლებიც ჯერ ექსპლუატაციაშიც კი არ შესულა.

ახალი ნაგავმზიდებით ნარჩენებს ახალციხის ყველა ქუჩიდან ვერ გაიტანენ

ახალციხის საკრებულოს სხდომაზე, იმ ახალი ნაგავმზიდების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ჯერ შპს „კეთილმოწყობას“ არ გადასცემია.

როგორც სხდომაზე დეპუტატმა ახალციხის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ნასყიდაშვილმა განაცხადა, ახალ ნაგავმზიდებთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე ვრცლად ისაუბრეს,მიზეზი კი ის იყო, რომ აღნიშნულ სხდომაზე „კეთილმწოყობის“ სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ლონდარიძე ანგარიშს წარმოადგენდა.

„ბიუროს სხდომაზე ორი საათი გვქონდა ამ თემაზე პოლემიკა. კითხვები,რომლებიც გაჩნდა, ახალ მანქანებს ეხებოდა, – მოუხერხებელია და ვერ გამოვიყენებთო. გვაინტერესებს, რამდგენად შესაძლებელია რომ მათი გაცვლა მოხერხდეს, ან უფრო მცირე ზომის რომ ვიყიდოთ?“ – იკითხა სხდომაზე ნასყიდაშვილმა.

„ეს ვერ მოხერხდება“, – უპასუხა მას ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ.

მიუხედავად პასუხისა, ‘კეთილმოწყობის’ სამსახურის უფროსმა სცადა აეხსნა, რაში მდგომარეობს ახალი მანქანების გამოყენების სირთულე: „დიდი მანაქანა ცენტრალურ ქუჩებზე ვერ იმოძრავებს, ეს შეუძლებელია“.

„გადასარევად იმოძრავებს ყველაგან“, – თავის აზრზე დარჩა ზედგინიძე.

სხდომის დასრულების შემდეგ კი „სამხრეთის კარიბჭეს“ შეკითხვაზე, რატომ არ იქნა თავიდანვე გათვალისწინებული იმ ზომის და ისეთი მანქანების ყიდვა, რომლის გამოყენებაც ყველგან შეიძლებოდა, ზედგინიძემ გვიპასუხა: „ამის ყიდვა მოხდა ცენტრალიზებულად. ეს ეკოლოგიურად სუფთა მანქანებია, გამონაბოლქვი ნაკლები აქვთ, ამიტომ ორნაირი საწვავი სჭირდებათ. გვაქვს ორნაირი მანქანა ერთი 20 ტონიანია, მეორე 13–იანი. სადაც 20 ტონიანი ვერ მივა, იქ 13 ტონიანს გამოვიყენებთ“.

შეგახსენეთ, რომ ახალციხის მერიამ ნაგავმზიდები სესხით იყიდა. 521 814 ლარში მას გარდა ორი ნაგავმზიდისა ახალი ურნებიც ექნება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


21.09.2017 ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს

20.09.2017 სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება

20.09.2017 ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა

18.09.2017 ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2017 ხანძრის ოთხი კერა ახალციხეში [Photo]

21.09.2017 ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს

21.09.2017 აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა დასრულდა

21.09.2017 დღეს ახალციხეში, მწვანე ბარათის გათამაშებაზე, აშშ-ის საელჩო საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ 6–თვიანი მუშაობა შეაჯამა
ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე გატანილი ‘უხერხული საკითხი’
თანამდებობა პრემიის ნაცვლად – ვის ნიშნავენ ‘კეთილმოწყობის’ უფროსად
სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები ექსპლუატაციაში აპრილიდან შევა
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ საფინანსო–საბიუჯეტო კომისიაც დატოვა
ახალციხეში სესხით ნაყიდი ნაგავმზიდები ექსპლუატაციაში შევიდა
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა