"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

თანამდებობა პრემიის ნაცვლად – ვის ნიშნავენ ‘კეთილმოწყობის’ უფროსად

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.03.2017
შპს „კეთილმოწყობის“ ანგარიში ახალციხის საკრებულოს და ქალაქის მერის გადაწყვეტილება, – თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ სამსახურს უფროსი დაუნიშნოს.

თანამდებობა პრემიის ნაცვლად – ვის ნიშნავენ ‘კეთილმოწყობის’ უფროსად

დღეს, 28 მარტს, შპს „კეთილმოწყობის“ უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ლონდარიძემ, ახალციხის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში ჩააბარა.

ანგარიშის წერილობითი ვერსიის 14 გვერდიანი დოკუმენტიდან, ლონდარიძემ გამოსვლაში ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვლა. მისი თქმით, 2016 წელს ქალაქიდან გასულ წლებთან შედარებით მეტი ნარჩენი გაიტანეს.

„გასულ წელს, გარე განათების მომსახურებიდან, ბიუჯეტის სასარგებლოდ 32 342, ნარჩენებიდან კი 17 213 ლარი მოგვრჩა. ეს იმიტომ, რომ გარდა ბიუჯეტიდან მიღებული თანხისა, ჩვენი შემოსავალიც გვაქვს, ტექნიკას ვაქირავებთ“, – განაცხადა ლონდარიძემ.

მისივე თქმით, გაქირავებული ტექნიკიდან მიღებული თანხით მომსახურე პერსონალისთვის უნიფორმები და საჭირო ინვენტარი იყიდეს. ასევე, შეიძინეს ‘ფორდ ტრანზიტის’ მარკის მანქანა, რომლის საშუალებითაც ცენტრალური ქუჩებიდან ნარჩენები გააქვთ: „მთავარი პრობლემა, რაც გვაქვს, მოძველებული ნაგავმზიდებია. მათ შორის ერთი 1961–ში მეორე კი 1968 წელსაა გამოშვებული“.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ,მისი მისამართით შეკითხვების დიდი ნაწილი ზამთრის გამო დაბინძურებულ ქუჩებს შეეხო.

„ცუდი ზამთარი იყო, განსაკუთრებით ცენტრალური ქუჩებია დაბინძურებული“, – განაცხადა სხდომაზე დეპუტატმა შოთა ნასყიდაშვილმა.

„მთელი სამსახური მობიოლიზებული გვყავს, ზამთარში დაყრილი მარილის გატანა შესაძლებელი მხოლოდ ცოცხითაა. ციხის მიმდებარე ტერიტორია ჩამოვრეცხეთ. იგივე გავაკეთეთ თამარაშვილის ნაწილზეც. თუ ამინდებმა ხელი შეგვიწყო, სხვა ქუჩებსაც გავრეცხავთ“, – უპასუხა ლონდარიძემ.

მისი თქმით, ნალექიანი ამინდის შემდეგ განსაკუთრებით დიდი სირთულეს მარდიდან და აბიდან ჩამოტანილი ქვა–ღორღი ქმნის: „არხების 60% იჭედება“.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ „კეთილმოწყობის“ სამსახურის მუშაობა დადებითად შეაფასა.

„დასუფთავების სამსახურის კმაყოფილები ვართ. დანარჩენი, ბუნებით რაცაა ეს ქალაქი, იმას ვერაფერს უზამ“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ მალხაზ გიქოშვილმა.

„თქვენი შეფასებიდან გამომდინარე, გიორგის პრემიას ვეღარ გამოვუწერ, მაგრამ თუ მისი მუშაობით კმაყოფილები ხართ, თქვენივე რეკომენდაციით, დავნიშნოთ ამ სამსახურის უფროსად“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ.

მისი თქმით, ლონდარიძე აღნიშნულ პოზიციაზე წელიწადი და 9 თვეა დროებით მოვალეობის შემსრულებელია, უახლოს დღეებში კი დანიშნული უფროსი იქნება: „გასულ წელს ამ სამსახურს თანხა 710 ათასი ლარი ჰქონდა, წელს კი 690 ათასი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლონდარიძე უფროსის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებს, რაც აღნიშნული პოზიცია ყოფილმა უფროსმა გიორგი ბალიაშვილმა დატოვა. მან გათავისუფლების შესახებ განცხადება 2015 წლის 14 ივლისს დაწერა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.08.2017 პირველკლასელები Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ

17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15.08.2017 განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

11.08.2017 მინისტრის ახალი ინიციატივა – სკოლებში ვაშლები დარიგდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.08.2017 სოფელ დაბის რწმუნებული: ხანძარი დასახლებიდან ერთ კილომეტრშია

21.08.2017 ბორჯომში ხანძარი გაძლიერდა [Photo]

21.08.2017 ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]

21.08.2017 ადიგენის სამ სოფელს ხვალ გაზის მიწოდება შეუწყდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

შპს "კეთილმოწყობის" უფროსმა გიორგი ბალიაშვილმა თანამდებობა დატოვა
ახალი ნაგავმზიდებით ნარჩენებს ახალციხის ყველა ქუჩიდან ვერ გაიტანენ
ახალციხის ქუჩებს არაოფიციალური ნაგავსაყრელებისგან წმენდენ
ახალციხის მერიამ 6–თვიანი მუშაობა შეაჯამა
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
40 კვ.მ 19–ის ნაცვლად, – ელგუჯა მაზმიშვილს ალტერნატიული ფართი გადასცეს
ახალციხის თემში საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო