"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ახალციხეში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა

მთავარისიახლე, სამართალი 28.03.2017
დღეს, 28 მარტს, ახალციხეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

ახალციხეში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხის შემოსასვლელში, საბარგო სადგურზე მოხდა. როგორც საბარგო სადგურზე მცხოვრებლები ამბობენ, „სუბარუს“ მარკის ავტომობილი „ოპელსა“ და ტრაილერს დაეჯახა. მომხდარის შედეგად ერთ–ერთი ავტომანქანის, 'ოპელის' მძღოლი ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, – ორი მათგანი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მიიყვანეს, ერთი კი კლინიკა "იმედში".

სამივე მათგანი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება. ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში 'სამხრეთის კარიბჭეს' განუცხადეს, რომ ამ დროისათვის დაშავებულების დიაგნოსტირება მიმდინარეობს. ორივე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. სტაბილური მდგომარეობა აქვს კლინიკა "იმედში" მიყვანილ დაშავებულსაც. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს და მკურნალობის კურსს გადის.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

[sknews.ge]


26.06.2017 როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები ახალციხის ბაღებში

26.06.2017 რამდენი იქნება აბასთუმნის სკოლის შენობის ქირა, ჯერ უცნობია

26.06.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისიდან დაიწყება

25.06.2017 2017 წლის გამოცდების ჩატარების განრიგი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.06.2017 ახალციხეში ავარიისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

27.06.2017 სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

26.06.2017 ახალციხეში მანქანა ხევში გადავარდა

26.06.2017 სოფელ უდეში "ანთიმოზობა" იზეიმეს [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
საბარგო სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულს ოპერაცია უკეთდება
ავარია საბარგო სადგურზე – დაშავებულია 4 ადამიანი [Photo]
სოფელ რუსთავთან ავარიის გამო სამი ახალგაზრდა  დაშავდა
ავარიის შედეგად დაშავებული რვა ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა
ავარიის შედეგად დაზარალებული 62 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა [Photo]