FM97.5 / LIVE

საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება შეიზღუდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.03.2017
საქართველოში პლასტიკის პარკების მოხმარების ეტაპობრივი შემცირება იგეგმება, რის გამოც ეტაპობრივად, აიკრძალება ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების წარმოება და იმპორტი.

საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება შეიზღუდება

გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი აიკრძალება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განმარტებით, საქართველოში იმპორტირებული და წარმოებული ბიოდეგრადირებადი პარკები ევროპულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და არ ხდება მისი სრულად დეგრადირება.

სამინისტროს ინფორმაციით,

2017 წლის პირველი სექტემბრიდან 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი აიკრძალება.

2018 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი.

ჯამში აკრძალვაში ექცევა პოლიეთილენის პარკების 40%

ცვლილება არ შეეხება ბიოდეგრადირებად პოლიეთილენის პარკებს
.

საქართველოში ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების ჭარბ გამოყენებას ადგილი აქვს როგორც მსხვილ და საერთაშორისო სავაჭრო ობიექტების ქსელში, ასევე, საცალო ვაჭრობის უფრო მცირე ობიექტებში, პატარა მაღაზიებში, ბაზარში, საცხობებში და ა.შ.

თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო პოლიეთილენი ასეული წლების განმავლობაში რჩება გარემოში, არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. დაშლის დროს (ასეულობით წლების შემდეგ) ის ტოქსინების სახით ხვდება გარემოში, რაც ხდება ჰაერის, ნიადაგის, წყლის დაბინძურების მიზეზი. დაშლამდე პოლიეთლენი დიდ ზიანს აყენებს ცოცხალ ბუნებას – მოეფინება ხეებზე, მდელოებზე, ხდება ცხოველების დაღუპვის მიზეზი ან საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. მსოფლიოში აღიარებული პრობლემაა ერთჯერადი პოლიეთილენის მოხვედრა მდინარეებში, ტბებში, ზღვებსა და ოკეანეებში – მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის გამო.

[sknews.ge]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეიდან პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია იკრძალება
რამდენი ლარით დაჯარიმდება კომპანია, რომელიც 1–ლი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკებს აწარმოებს
საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალება
პირველი აპრილიდან ყველა ტიპის პლასტიკის პარკის რეალიზაცია იკრძალება
პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე შეზღუდვები დაწესდება
2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს
პლასტიკის პარკები აიკრძალა, თუმცა მაღაზიებში ჯერ ისევ იყენებენ