FM97.5 / LIVE

ევროპის დედაქალაქებში მიმავალ მგზავრებს აეროპორტებში საქართველოს კონსულები დახვდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.03.2017
ევროკავშირის სივრცეში პირველი ქართველი უვიზო მგზავრები ვარშავაში, ბუდაპეშტში, სალონიკსა და ლარნაკაში მიიღეს. მინისტრის ინიციატივით, ოთხივე ქვეყანაში ჩასულ ერთ-ერთ პირველ ქართველ მგზავრებს საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები დახვდნენ.

ევროპის დედაქალაქებში მიმავალ მგზავრებს აეროპორტებში საქართველოს კონსულები დახვდნენ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთში, კონსულის მოვალეობის შემსრულებლის ბექა მაკარიძის განმარტებით, უნგრელი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ.

„ბუდაპეშტში ქუთაისიდან პირველი რეისი 06:35 წუთზე შესრულდა. პირადად დავხვდი ქართველ მგზავრებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სადაც შესაძლებლობა მქონდა თვალი მედევნებინა ამ პროცესისთვის. თითოეულ მათგანს მივულოცე ეს ისტორიული დღე, რომელსაც სრულიად საქართველო დიდი ხანია ელოდა. აღსანიშნავია, რომ უნგრელი მესაზღვრეები განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ“, - განმარტავს ბექა მაკარიძე.

პოლონეთში, საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ესიაშვილის განმარტებით კი, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს საზღვრის კვეთის პროცესში არანაირი პრობლემა არ შექმნია.

„პოლონეთში ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, აეროპორტში პირადად დავხვდი და გავესაუბრე. ყველა მათგანმა დაბრკოლების გარეშე გადალახა საზღვარი. აღსანიშნავია, რომ პოლონელი მესაზღვრეები კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ ქართველი მგზავრების მიმართ. საღამოს, მგზავრთა მეორე ნაკადს ველოდებით, რომლებიც ქუთაისიდან გამოფრინდებიან პირდაპირი რეისით“, - აცხადებს ქეთევან ესიაშვილი.

შეგახსენებთ, დღეიდან, 28 მარტიდან, საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

[SKNEWS.GE]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს
საქართველოს მოქალაქეებისთვის  უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა
პირი, რომელიც შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს,  დაჯარიმდება
ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან შეძლებენ
მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხს ხელი ოფიციალურად მოეწერა
რომელ ქვეყნებში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეები