FM97.5 / LIVE

უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.03.2017
უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები და სამინისტროს ცხელი ხაზის სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ.

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმალობაში დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე 2 94 50 50 და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და საჭირო დახმარება უვიზო მიმოსვლის წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

ასევე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები. მინისტრის ინიციატივით, ევროპის ცალკეულ დედაქალაქებში, სადაც საქართველოდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება, საქართველოდან მიმავალ მგზავრებს აეროპორტში დახვდება საქართველოს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას და მოგიწოდებთ სრულად გააცნობიეროთ ის პასუხისმგებლობა, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს“!- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეიდან, 28 მარტიდან, საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

[SKNEWS.GE]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

07.04.2020 ‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

07.04.2020 ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

07.04.2020 ‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოს მოქალაქეებისთვის  უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა
ევროპის დედაქალაქებში მიმავალ მგზავრებს აეროპორტებში საქართველოს კონსულები დახვდნენ
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხს ხელი ოფიციალურად მოეწერა
ახალციხეში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ შეხვედრები გაიმართება
ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან შეძლებენ
უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ხელი  დღეს მოეწერება
პირი, რომელიც შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს,  დაჯარიმდება