FM97.5 / LIVE

სოფელ სვირში, ქალი რომელზეც, სავარაუდოდ ძალადობდნენ, გარდაიცვალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.03.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში 62 წლის ქალს, რომელსაც ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, სცემდნენ, ხვალ დაკრძალავენ.

სოფელ სვირში, ქალი რომელზეც, სავარაუდოდ ძალადობდნენ, გარდაიცვალა

ქალი, როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა.

„სამი თვის წინ საავადმყოფოში გვეწვინა, იქ დაუდგინეს რომ კიბო ჰქონდა, ცალი ფილტვი სულ დამწვარი აქვსო გვითხრეს, მეორე კი ნახევრად ჯანმრთელი ჰქონდა“, – გვიხსნის გარდაცვლილის რძალი.

მისი თქმით, ბოლო დღეებში მას უკვე ჭამაც აღარ შეეძლო: „მხოლოდ მაწონს თუ მივცემდით, იმის ჭამაც უჭირდა“.

შეგახსენებთ, რომ 62 წლის ქალზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ, „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა 2016 წლის 21 ივლისს გამოაქვეყნა. აღნიშნული სტატიის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით დაიწყო.

როგორც სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პეტრე მანველიშვილი ამბობს, „აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია არა ერთი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რ.შ–ს მიმართ ძალადობა არ დასტურდება. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო ღონისძიებები ისევ გრძელდება“.

მასალის გამოქვეყენების შემდეგ საქმეში სოციალური სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩაერთო. როგორც საჯარო, ასევე სხვა უწყებებიც განიხილავდნენ იმას, რომ სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი, ოჯახიდან თავშესაფარში უნდა გადაეყვანათ. ამის შესახებ გადაწეყვეტილება მიიღო სოციალურმა სამსახურმაც, თუმცა 62 წლის ქალი ისე გარდაიცვალა, რომ მისი ოჯახიდან გაყვანა ვერ მოხერხდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

60 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ
სვირში ხანდაზმულ ქალზე ოჯახის წევრები,  სავარაუდოდ, ისევ ძალადობენ
სოფელ სვირში ქალზე  შესაძლო ძალადობის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის
შსს–მ  სვირში, 60 წლის ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება დაიწყო
სოციალური სააგენტო 60 წლის ქალზე: ‘ჩააცვეს, მოუარეს, ამბობენ, ჩვენ მივხედავთო’
სვირში 60 წლის ქალის საქმეს საია სწავლობს
გამგეობა: სოფელ სვირში ხანდაზმულ ქალზე შესაძლო ძალადობის შესახებ არ ვიცოდით