FM97.5 / LIVE

'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად' - 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.03.2017
'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად' – ამ სლოგანით მიმდინარეობს წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე, რომელიც 1982 წლიდან, ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება.

'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად' - 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა

ამ დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის, საქართველოში მისი მასშტაბის და ამ დაავადების დასაძლევად გაწეული ძალისხმევის შესახებ.

ტუბერკულოზი განკურნებადია, მაგრამ მაინც ეპიდემიას წარმოადგენს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ოფიციალური მონაცემებით,

► 2015 წელს მსოფლიოში 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა ტუბერკულოზით, რაც ნიშნავს 28 500 ადამიანის დაავადებას ყოველდღიურად.

► 2000-დან 2015 წლამდე მკურნალობის შედეგად შესაძლებელი გახდა 49 მილიონი ადამიანის გადარჩენა და ტუბერკულოზით სიკვდილის შემთხვევები შემცირდა 22%-ით.

► ამ მაჩვენებელმა 2015 წლისთვის შეადგინა 1,8 მილიონი ადამიანი, რაც ნიშნავს ამ დაავადების მიზეზით 4900-ზე მეტ სიკვდილს ყოველდღიურად.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლების კლების ტენდენცია. მიუხედავად ამისა, საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს.

წინასწარი მონაცემებით

►2016 წელს, საქართველოში, ყველა ფორმის ტუბერკულოზის 3315 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2454 ახალი შემთხვევაა.

►შესაბამისად, რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 100000 მოსახლეზე 89.1 შეადგინა, ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა 100000 მოსახლეზე ‐ 66.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფოს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით საქართველოში ხელმისაწვდომია ეფექტიანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენება ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტიკის მეთოდი GeneXpert აპარატების მეშვეობით, რაც საშუალებას იძლევა 2 საათზე ნაკლებ დროში განისაზღვროს ტუბერკულოზის დიაგნოზი და დაავადების ფორმა ტუბსაწინააღმდეგო უმნიშვნელოვანესი პრეპარატის - რიფამპიცინის მიმართ მგრძნობელობის თვალსაზრისით. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში უზრუნველყოფილია ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებზე მგრძნობელობის კვლევა და ასევე, ტესტირება აივ-ინფექციასა და C ჰეპატიტზე. ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი მედიკამენტები, ახალი ტუბსაწინააღმდეგო წამლების ჩათვლით. თუმცა, რეგისტრირებული შემთხვევების შემცირების დადებითი ტენდენციის მიუხედავად, მულტირეზისტენტული (MDR) ტუბერკულოზი კვლავ რჩება ქყევნის მთავარ გამოწვევად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში.

2017 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ძალისხმევის გაერთიანებაზე იმისთვის, რომ „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“, რაც მოიცავს სტიგმის, დისკრიმინაციის, მარგინალიზაციის და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის ბარიერების დაძლევას. ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ქმნის შესაძლებლობას, რომ ადამიანები შეუერთდნენ ტუბერკულოზთან ბრძოლას და ჩაერთონ განხილვის, განათლების და ადვოკატირების კამპანიაში.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე, 1982 წლიდან, ყოველწლიურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, იმ თარიღის აღსანიშნავად აღინიშნება, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა (1882), რამაც საფუძველი დაუდო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად'– ხვალ ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა
კვირის აქცენტი: აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო – მთავარი სირთულეები [Video]
ახალციხეში ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო
როგორ აღნიშნეს 24 მარტი ახალციხეში
ტუბერკულოზის სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში
თბილისი - პარიზი: გადარჩენის გზა [Video]
რატომ შემცირდა ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი?