FM97.5 / LIVE

‘ახალციხის ციხეში’ ბილეთის ფასმა მოიმატა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 23.03.2017
ახალციხის ციხეში ბილეთის ფასმა ერთი ლარით მოიმატა, თუმცა, ეს მატება უცხოელ ტურისტებს არ ეხება, რადგან ისინი ამ დრომდე ქართველ ტურისტებთან შედარებით 2 ლარით მეტს იხდიდნენ. 1 აპრილიდან კი ბილეთის ფასი ყველასთვის 6 ლარი იქნება.

‘ახალციხის ციხეში’ ბილეთის ფასმა  მოიმატა

ახალი ტარიფებით, 1 აპრილიდან ზედა ციხის დათვალიერებისთვის ვიზიტორი 6 ლარს გადაიხდის, სტუდენტი 3 ლარს, მოსწავლე კი 2 ლარს. აქამდე ქართველი ვიზიტორები 5 ლარს (უცხოელები 7 ლარს), სტუდენტები 2 ლარს, მოსწავლეები კი 1 ლარს იხდიდნენ.

უცვლელი დარჩა გიდის მომსახურება, ქართულ ენოვანი გიდის დაქირავება კვლავ 10 ლარი; უცხოურ ენოვნის კი 20 ლარი იქნება.

ადმინისტრაციის განცხადებით, შესაბამისი მოწმობის წარდგენით, ციხის ორივე ნაწილის დათვალიერება უფასო იქნება:

საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომელთათვის;
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის;
6 წლამდე ასაკისა და მიუსაფარი ბავშვებისათვის;
სოციალურად დაუცველ პირთათვის;
ომის ვეტერანებისთვის;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

„ახალციხის ციხის“ დირექტორის ზაზა თამარაშვილის განმარტებით, ფასების ცლილება ორმა ფაქტმა განაპირობა, გაითვალისწინეს საქართველოს სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეკომენდაცია, რომლის თანახმად, ფასი დისკრიმინაციული იყო და გაათანაბრეს. ასევე, ბილეთის ფასები შესაბამისობაში მოიყვანეს სხვა ტურისტულ ობიექტებთან და მუზეუმებთან მიმართებაში.

„რეკომენდაციით პირველად შემოდგომაზე მოგვმართეს, მეორედ გაზაფხულზე, მათი განმარტებით, სხვადასხვა ფასი მოქალაქეობის მიხედვით, შეიცავდა დისკრიმინაციის ნიშნებს, რეკომენდაცია იყო ფასები გაგვეთანაბრებინა“, – განმარტა ზაზა თამარაშვილმა.

ბილეთის ახალი ფასები 1 აპრილიდან „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციის 21 მარტის N69 ბრძანების საფუძველზე ამოქმედდება.

ახალციხის ციხე ორი ნაწილისაგან შედგება, ზედა და ქვედა ციხე. ქვედა ციხეში მომსახურების ობიექტებია, – კაფეები და რესტორნები, ზედა ციხეში კი ისტორიული ობიექტები. შესვლა ფასიანი მხოლოდ ციხის ზედა ნაწილშია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში დღეიდან ბილეთების ფასი შეიცვალა
‘ახალციხის ციხეში’ შესასვლელი ბილეთის ფასი გაიზარდა
ახალციხის ციხის მონახულება გაძვირდა
ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იმატა
ადგილობრივებისთვის ზედა ციხის დათვალიერება გაძვირდა
ახალციხის ციხის ტერიტორიის ნაწილის დათვალიერება დღეიდან ფასიანი გახდა
ახალციხის  ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა