FM97.5 / LIVE

სოფელ ანში სამანქანო გზა ინგრევა

მთავარისაზოგადოება 22.02.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში რკინა-ბეტონით გამაგრებული გზის მონაკვეთი ინგრევა. არსებობს საფრთხე ბეტონის კონსტრუქცია გზისპირა სახლს დაეცეს.

დაზიანებული გზა განსაკუთრებულ საფრთხეს გზის ამ მონაკვეთთან მცხოვრებ კაპანაძეებს უქმნის.

’არის საშიშროება მოსწყდეს ბეტონი და ტრისტან კაპანაძის სახლს დაეცეს. ფოტოებიც გადავუღე და გამგებელს ჩამოვუტანე, ძალიან რთული მდგომარეობაა’, - ამბობს ანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული სოსო კაპანაძე.

გამგეობაში შექმნილმა კომისიამ ვითარება ადგილზე შეისწავლა. გამაგრებითი სამუშაოებისთვის ხარჯთაღვრიცხვის პროექტი უკვე შედგენილია. დაზიანებული მონაკვეთის გამაგრებას დაახლოებით 20,000 ლარი სჭირდება.

- ’ადგილზე შევისწავლეთ მდგომარეობა. გარდა იმისა, რომ საფრთხე ექმნება მოსახლოებას, მოსწყდება სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზა, ამ გზით სამი სოფელი სარგებლობს. უნდა ჩატარდეს გამაგრებითი სამუშაოები, ამისათვის აუცილებელია ტექნიკა, რომ მოიჭრას გრუნტი, ამოსაღებია ძველი ბეტონი და უნდა გაკეთდეს ახალი ამბიონები, ან შეიცვალოს ახალი რკინის კონსტრუქციით’, - განმარტავს მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი, არქმშენ-ინსპექტორი ემზარ მღებრიშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ თანხა 5,000 ლარზე მეტია, მუნიციპალიტეტი ჩასატარებელ სამუშაოებზე ტენდერს აცხადებს. ბესიკ ხითარიშვილი ამბობს,რომ ამ შემთხვევაში ტენდერი დაჩქარებული ვადით უნდა გამოცხადდეს და გამაგრებითი სამუშაოები დროულად უნდა დაიწყოს.

- ’მომაწვდიან ოფიციალური წერილს და შემდეგ განვიხილავთ. დროულად უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, ვიდრე გზა სულ არ ჩაინგრევა და სავალალო შედეგებს არ გამოწვევს’, - აცხადებს გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.01.2020 2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

21.01.2020 ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა

21.01.2020 აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'

21.01.2020 არალში გოგონებისთვის ძიუდოს კლუბი დაფუძნდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ ანში ბრუცელოზს ებრძვიან
წირელები გზის შეკეთებას ითხოვენ
ბესიკ ხითარიშვილი: ”ტექნიკური მარილი საკმარისია”
ბესიკ ხითარიშვილი: მოსახლეობის ალბათ 90 პროცენტი დაუსაქმებელია
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა

2012 წელს სტიქიით მიყენებულ ზარალს ხელახლა შეისწავლიან