სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის ყოფილ მერს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

მთავარისიახლე, პოლიტიკა 23.03.2017
ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის ყოფილ მერს გიორგი კოპაძესპროცესი სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რის თანახმადაც, კოპაძეს გოგოლაურის მისამართით ნათქვამი ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა დაევალა.

უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის ყოფილ მერს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო


სააპელაციო სასამართლოში პროცესი 21 მარტს გაიმართა. მოსამართლე ლევან გვარამიამ საქმე ზეპირი მოსმენით განიხილა და ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრს გიორგი კოპაძესა და ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატს ჯიმშერ გოგოლაურს შორის დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს „მე–9 არხის “ გადაცემა „დიალოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს დაიწყო. გოგოლაურის თქმით, კოპაძემ გადაცემაში მას ბრალი დასდო და განაცხადა, რომ„მაშინ როცა იგი პოლიციის თანამშრომელი იყო, პატიმრებს ბოთლებზე სვამდა და პატიმრები ამის გამო ფანჯრებიდან ხტებოდნენ“.

სწორედ ამის გამო ჯიმშერ გოგოლაურმა პროკურატურას მიმართა. პროკურატურამ საქმეზე გამოკითხვები დაიწყო, თუმცა, საქმის წარმოება არ გააგრძელა იმ მოტივით, რომ ეს სამოქალაქო დავა იყო. მოგვიანებით, 2016 წლის 1 თებერვალს, გოგოლაურმა სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში შეიტანა. გოგოლაური ახალციხის მერისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდასა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გია ბერაიამ ჯიმშერ გოგოლაურის სარჩელი ნაწილობივ დააკმაყოფილა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა გიორგი კოპაძის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის მერს სასამართლო მოუგო
ყოფილმა მერმა დეპუტატს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს – საქმე უზენაესშიც დასრულდა
ახალციხის მერიამ უმცირესობის დეპუტატის საქმეზე გადაწყვეტილება გაასაჩივრა
დეპუტატი მერის წინააღმდეგ – გოგოლაურმა ამჯერად სასამართლოს მიმართა
დეპუტატ გიორგი კოპაძეს ბოდიშს იძულებით მოახდევინებენ
სასამართლომ ახალციხის მერის წინააღმდეგ დეპუტატის სარჩელის განხილვა დაიწყო
ახალციხის მერს დეპუტატი სასამართლოში უჩივის