FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების მართვის გეგმა შემუშავდა

მთავარისაზოგადოება 22.02.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების მართვის ორწლიანი სტრატეგიული გეგმა მომზადდა. რომელიც ახალციხეში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მომსახურების ეტაპობრივ გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების მართვის გეგმა  შემუშავდა
”დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების მართვის გაუმჯობესების ორწლიანი გეგმა მომზადდა. რომელიც ისეთ აქტივობებს განსაზღვრავს, რომლის გატარებაც ახალციხეში არსებული რესურსების პირობებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მომსახურების ეტაპობრივად გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის (MSPA) მიერ მომზადდა, რომელიც განსახილველად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაეცა. პარალელურად, დაიწყო მისი საჯარო განხილვები.

„ეს არის ნარჩენების მართვის ორწლიანი სტრატეგია, რომელიც შემუშავებულია ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის. ეს არის სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაეცემა შემდგომი განხილვისთვის. მათი გადასაწყვეტია განხილვის შემდეგ დაამტკიცებენ და აქცევენ სახელმძღვანელო დოკუმენტად თუ არა“, - განმარტავს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჯაყელი.

აღნიშნულ დოკუმენტის საჯარო განხილვა 22 თებერვალს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართა, რომელიც საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის (MSPA) ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრას არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ნარჩენების მართვის სტრატეგიაში, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის შემუშავდა, მოცემულია ის საჭიროებები, რომელიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას. ასევე მოცემულია რეკომენდაციები, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ფინანსური კუთხითაც. გარდა ამისა, მოცემულია გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სისტემის რეაბილიტაცია, რა ინფრასტრუქტურა საჭიროებს განახლებას, რა თანხა დაჯდება, რომ მუნიციპალიტეტი მთლიანად დაიფაროს აღნიშნული მომსახურებით“, - ამბობს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის ექსპერტ-კონსულტანტი მიხეილ ძაგანია.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით სტრატეგიის შემუშავება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. ეს არის ბიძგი, იმისათვის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დონორმა ორგანიზაციებმა დაიწყონ ფიქრი აღნიშნული სფეროს მოწესრიგებისთვის.
ახალციხის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას და ქალაქის ქუჩების დასუფთავებას შპს „კეთილმოწყობა“ ახორციელებს. დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად აღნიშნული კომპანია როგორც თვითმმართველობის ბალანსზე მყოფ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ასევე საკუთარ ტექნიკას იყენებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების მართვის გეგმის საჯარო განხილვისას ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობისგან ნაგვის გადასახადის ამოღება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ ამჟამად ნაგვის გადასახადს მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტი იხდის.

„პირველ რიგში ვეძებთ იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც ნაგვის მოსაკრებლის ამოღების გაცილებით მეტი პროცენტულობაა დაფიქსირებული, რადგან ამ საკითხში მათი ცოდნა და გამოცდილება გავიზიაროთ. ასევე, მივმართავთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომ მათთან დაგვაკავშირონ და ჩამოვყალიბდეთ, რამდენად შეესაბამება კანონმდებლობას ჩვენს მიერ შემუშავებული მექანიზმი“, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

გარდა ნაგვის მოსაკრებლის ამოღებისა, ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის პრობლემას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლებიდან ნარჩენების გატანაც წარმოადგენს. აღნიშნულ გეგმაში მოცემულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მომსახურების გეოგრაფიული არეალი. რომლის მიხედვითაც დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრის, ანუ ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე ხორციელდება და სულ 200 000 კვ/მ-ს, მათ შორის 34 ქუჩას ფარავს.

„ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ მუნიციპალიტეტის ყველა მოქალაქისთვის ადგილობრივი რესურსი და კერძოდ ნარჩენების მართვაზე გამოყოფილი თანხა, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სამწუხაროდ აღნიშნულ სერვისზე წვდომა ამ ეტაპზე მხოლოდ ქალაქის მოსახლეობას აქვს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად ყველა სოფელი დაიფაროს. თუმცა რეალურად, რომ ვიმსჯელოთ ადგილობრივი რესურსების გათვალისწინებით ამის ერთ და ორ წელიწადში გაკეთება შეუძლებელია, - ამბობს ქეთევან ჯაყელი და ამატებს, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია, ასევე მიმდინარეობს არსებული კანონმდებლობის გადახედვა და არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები გაიზარდოს: გაიზარდოს რესურსები, ადგილობრივი შემოსავლები, რაც საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ თუ მას მეტი რესურსი, მეტი ფუნქციები და მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნება, პირველ რიგში ის შეეცდება იმ არსებული სერვისების გაუმჯობესებას“.

როგორც აღნიშნულ გეგმაშია გაწერილი, იმისათვის, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე სრულყოფილად მოხდეს დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სერვისის მიწოდება , აუცილებელია 2013-2014 წლებში განხორციელდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შევსება, ნაგავსაყრელის მშენებლობა და სხვადასხვა ტიპის აქტივობები.

„აღნიშნული კვლევისა და დოკუმენტის შემუშავების ფარგლებში ნაგავსაყრელის შესწავლა არ შედიოდა. თუმცა, ზოგადად რეგიონებში მდებარე მცირე ზომის სტიქიური ნაგავსაყრელები ვერ პასუხობს შესაბამის სტანდარტებს. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ როცა ვსაუბრობთ სტანდარტებზე და ნორმებზე ვითვალისწინებთ ევროკავშირის ან სხვა რომელიმე ქვეყნის სტანდარტებს, იმიტომ, რომ ქვეყანას თავისი სტანდარტები და ნორმები ნარჩენებთან მიმართებაში არ გააჩნია, ისვე როგორც ძალიან ბევრ მუნიციპალურ სერვისთან მიმართებაში. ამიტომ, ამ სფეროს მოწესრიგებისთვის ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი“, - ამბობს ქეთევან ჯაყელი.

სტატია მომზადებულია პროექტ „გამჭვირვალე თვითმმართველობის“ ფარგლებში , რომელიც ფინანსდება USAID-ის ”დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” პროგრამის მიერ. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირი” ახორციელებს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელებენ
ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელეს
ნარჩენების მართვა – დისკუსია ახალციხეში
მუნიციპალიტეტებმა  ნარჩენების მართვის 5- წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავონ
საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის
ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება
ასპინძაში ნაგავსაყრელი განახლდა