FM97.5 / LIVE

ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 22.03.2017
ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსი დასრულდა, გამოვლინდა სამი გამარჯვებული სკოლა, რომლებმაც საჩუქრად სასკოლო–საზოგადოებრივი ცენტრების, ე. წ. „ეკო–ჰაბების“ პროექტები მიიღეს.

ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში

ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალური ტური თბილისში გუშინ, 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს გაიმართა. პრემია გორის, თელავის და დიდაჭარის საჯარო სკოლებმა მოიპოვეს

„მწვანე რეაქცია“ – ასეთი იყო ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც, ათასამდე გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. სასკოლო ინიციატივებმა დაფარა საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიც.

საუკეთესო 100 სკოლა ერთმანეთს ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის და თბილისის ნახევარფინალურ ტურებში შეხვდა, საიდანაც ფინალისტი სკოლები შეირჩა. გამარჯვებისთვის ახალციხის N1 და ლელოვნის საჯარო სკოლები იბრძოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალში ყველაზე მაღალი ქულა ლელოვნის სკოლამ მოიპოვა, საბოლოოდ, ფინალურ ტურში, გამარჯვება გორის N3 , თელავის N 1 და დიდაჭარის საჯარო სკოლებმა მოიპოვეს.

პრემიის გამარჯვებულებმა საჩუქრად სასკოლო–საზოგადოებრივი ცენტრების, ე. წ. „ეკო–ჰაბების“ პროექტები მიიღეს. სამივე სკოლაში მოეწყობა ეკო-ჰაბი (რომელსაც 10 ათასი ლარი მოხმარდება). ყველა ფინალისტ სკოლას მიენიჭა მწვანე სკოლის სტატუსი. ჯეოსელისგან მათ დასუფთავების აქციებისთვის ჯეო-პაკეტი მიიღეს.

ნიკო კეცხოველის პრემიის გარდა 21 მარტს კონკურსის „ფოტოსინთეზის“ დაჯილდოვების ცერემონიაც გაიმართა რომელშიც მონაწილეობა საქართველოს 23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსანტებმა წარადგინეს ფოტოები თემაზე - „ეს ჩემი ტყეა“.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინიციატივით, სამინისტროს რჩეული სკოლების მოსწავლეებს, გარემოსდაცვითი თემატიკის ვიდეომიმართვისთვის, გადაეცათ საგზური საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე: სურამის N 4 სკოლის მოსწავლეები - ოკაცეს კანიონს, ჭიათურის N 2 საჯარო სკოლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს; საირხის (საჩხერის რაიონი) სასულიერო სკოლა-პანსიონის მოსწავლეები კი სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებს მოინახულებენ. ასევე, მინისტრის ინიციატივით, ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე -11 კლასის მოსწავლე ელენე გოგოლაძე ერთი დღით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის სავარძელს მოირგებს.

ქართველი ბოტანიკოსის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსი რამდენიმე წელია ტარდება. კონკურსს ორგანიზაცია CENN-ი, გარემოს დაცვისა და განათლების სამინისტროების პარტნიორობით ატარებს. კონკურსის ფარგლებში, საქართველოს სკოლებში შეიქმნა გუნდები, რომლებიც, პარტნიორ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, ატარებდნენ დამოუკიდებელ მონიტორინგს და ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით აქტივობებს. ინიციატივა განხორციელდა ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად, სამცხე–ჯავახეთიდან ფინალურ ტურში, ორი სკოლა გადავიდა
ლელოვნის სკოლა  – ლიდერი ნიკო კეცხოველის პრემიის გზაზე
სამცხე–ჯავახეთის სკოლები ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად იბრძვიან
ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა
ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად სამცხე–ჯავახეთიდან 10 სკოლა იბრძვის
ბენარის სკოლის ეზოში მოსწავლეები სკვერს აკეთებენ
ლელოვნის სკოლამ 'მწვანე სკოლის’ წოდება მიიღო