FM97.5 / LIVE

დამეწყრილი აწყურის პრობლემით რეგიონული განვითარების სამინისტრო ინტერესდება

მთავარისაზოგადოება 22.02.2013
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს, რომ სოფელ აწყურში მცხოვრებ, მეწყერით დაზარალებულ ოჯახებს, საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებენ.

დამეწყრილი აწყურის პრობლემით რეგიონული განვითარების სამინისტრო ინტერესდება

ამ საკითზე 22 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

შერგელაშვილის თქმით, მსგავსი პრობლემა საქართველოს არაერთ სოფელშია. რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი უკვე გაწერილია, თუმცა, არსებობს სარეზერვო ფონდები, საიდანაც თანხების გამოყოფა შესაძლებელია.

’’საჭიროა მოგვაწოდონ დაწვრილებითი ინფორმაცია სამინისტროში. ჩვენ ვუშუამდგომლებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება’’ , - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა 22 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. მათთან შეხვედრას ცდილობდნენ დამეწყრილი აწყურის მცხოვრებლებიც, თუმცა შეხვედრა ვერ მოხერხდა.

’’მაისის შემდეგ ქირით ვცხოვრობთ. რვა სული ვართ სახლში, თუ რამის წაღება შეიძლებოდა სახლიდან, ყველაფერი მოგვპარეს. სახელმწიფომ მხოლოდ სამი თვის ქირა გადაგვიხადა. ბოსელიც დაგვენგრა და პირუტყვი გაგვიცივდა. მოვითხოვთ, რაც შეიძლება დროულად დაგვეხმარონ’’, - გვითხრა დაზარალებულმა მარინა თაბაგარმა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ხითარიშვილმა განაცხადა, რომ ვიდრე საკითხი საბოლოოდ მოგვარდება, დროებით ქირით გასულ ოჯახებს ქირას ადგილობრივი ხელისუფლება გადაუხდის.

’’გაწყვეტილება ერთია, პრობლემა უნდა მოგვარდეს! კონკრეტული ადამიანები დაკმაყოფილებულები იქნებიან საცხოვრებელი ფართით. მანამდე ყველა ოჯახი იქნება ბინით უზრუნველყოფილი და მათ ქირას მუნიციპალიტეტის გამგეობა დაფარავს’’, - განაცხადა ხითარიშვილმა.

დაზარალებული მოსახლეობა საცხოვრებელ ფართს და მიწის ნაკვეთებს იმ ფართის მუხედვით მიიღებს, რაც ოფიციალურად, კანონიერად ეკუთვნის.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აწყურის დამეწყრილ ოჯახებს გასული სამი თვის ქირას არ გადაუხდიან
დამეწყრილი აწყურის უსახლკარო ოჯახებს გამგეობა ქირის გადახდას უგვიანებს
ახალციხეში რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელებენ
ახალციხეში რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
აწყურის უსახლკარო ოჯახებს ახალციხის თვითმმართველობამ ქირა დაუფარა
რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება სრულდება