FM97.5 / LIVE

ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.03.2017
დამწვარი სახურავები და ოთახები, ჩანგრეული ჭერი, ნამწვავებით სავსე ოთახები და დასველებული საოჯახო ნივთები და ავეჯი, – ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან.

ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo]
ფოტო: © ლუბა გიორგაძე, 'სამხრეთის კარიბჭე'

მესხეთის ქუჩას, გუშინ ღამით, სამ სახლზე მოდებული ხანძრის კვალი ჯერ ისევ ატყვია. ეზოში დამწვარი სახურავების – ხის მორებისა და კრამიტების ნარჩენები, დამწვარი წიგნები და ჟურნალ–გაზეთები ყრია. ცეცხლისთვის ვერც ერთ–ერთი სახლი ბინადარ კატას გამოუსწრია. ქუჩაზე ისევ დგას კვამლისა და ნამწვის სუნი. ოთახებში ამ დრომდე რჩება ერთად მოგროვებული, დასველებული და დასვრილი საოჯახო ნივთები.

ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo]
ფოტო: © ლუბა გიორგაძე, 'სამხრეთის კარიბჭე'


მესხეთის ქუჩის N27, N25 და N23–ში, სეთურიძეების, ასპანიძეებისა და ბერიძეების, გვერდიგვერდ მდებარე სახლებს, ცეცხლი გუშინ, გვიან ღამით მოედო. ხანძარი ჯერ N27 სახლის სახურავს გაუჩნდა და ქარის გამო, მალევე, მეზობელ სახლებზე გადავიდა.

სამი, გვერიგვერდ მდგომი სახლიდან, განსაკუთრებით ორი, N27 და N25 სახლები დაზარალდა. სამივე სახლი ჩარეცხა წყალმა და სამივე სახლში დაზიანდა ავეჯი.

„ზარალი ალბათ 15.000 ლარამდე იქნება, აღარც ჭერი ვარგა, აღარც კედლები, მთელი ავეჯი გამინადგურდა“, – გვეუბნება N25–ში მცხოვრები თამარ გოგოლაძე, რომელმაც ხანძრის შედეგად ყველაზე მეტი ზარალი მიიღო, – სახლს სახურავი საერთოდ აღარ აქვს, ორ სართულიანი საცხოვრებლის თითქმის ყველა ოთახი წყლისგანაა ჩარეცხილი, ოთახებში ამ დრომდე ყრია დამწვარი სახურავის ჩანგრევისგან გაჩენილი გროვები.

ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo]
თამარ გოგოლაძე, ერთ–ერთი დამწვარი სახლის მეპატრონე. ფოტო: © ლუბა გიორგაძე, 'სამხრეთის კარიბჭე'

მაშინ, როცა ხანძარი გაჩნდა, თამარი სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ღამის მორიგე იყო: „გამოძახება რომ შემოვიდა მესხეთის 27–ში ხანძარიაო, ჩემი მეზობელია–მეთქი და გამოვვარდი. რას ვიფიქრებდი, რომ საკუთარ სახლს დავადგებოდი, ცეცხლმოკიდებულს“.

ხანძარს სამივე სახლის მცხოვრებლები უვნებლად გადაურჩნენ.

ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo] „ბავშვები გვყავს სახლში, გვეძინა, გამვლელმა კარზე მოგვიკაკუნა, ხანძარიაო. ის რომ არ ყოფილიყო, ისე დავიწვებოდით, ვერც გავიგებდით“, – გვეუბნება სეთურიძეების ოჯახის რძალი მარიამ მიქელაძე. ხანძარი თავდაპირველად, დაახლოებით 23:00 საათზე, სწორედ ამ სახლს გაუჩნდა, – „ალბათ სახურავში ელექტროსადენებმა გააჩინა, იმიტომ, რომ მთელი დღე, ქარის გამო, შუქი ციმციმებდა და ქრებოდა“.

სეთურიძეების სახლიდან კი ხანძარი ჯერ თამარ გოგოლაძის (ასპანიძეების), შემდეგ კი ბერიძეების სახლზე გადავიდა.

ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo] „სახლში წყალი ცოტა ჩამოვიდა, ძირითადად სახურავზეა პრობლემა, ნახევარზე მეტი დაიწვა“, – გვეუბნება ბერიძეების რძალი ირინა გაბრიჩიძე. სამი ოჯახიდან ეს შედარებით ნაკლებად დაზარალებული ოჯახია.

რა ოდენობის შეიძლება იყოს სამივე ოჯახის მიერ მიღებული ზარალი, ამ დროისთვის უცნობია. ოჯახის წევრები ახლა აგროვებენ და ახარისხებენ გადამწვარ და გადარჩენილ ნივთებს.

ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo] ნახანძრალ სახლებში დილიდან მუშაობენ ექსპერტ–კრიმინალისტები. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჯერ არ გამოჩენილან, თუმცა, გუშინ ღამით, ხანძრის გაჩენისთანავე შემთხვევის ადგილზე იყო ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე. მოგვიანებით, ჩვენ შეგვეძლება შემოგთავაზოთ ახალციხის მერიის პოზიცია – არის თუ არა ადგილობრივების დახმარების საშუალება.

შეგახსენებთ, ხანძარი, მესხეთის ქუჩაზე, კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავებში, გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. შვიდი სახანძრო ჯგუფი ცეცხლს დაახლოებით სამი საათის განმავლობაში აქრობდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo]
ფოტო: © ლუბა გიორგაძე, 'სამხრეთის კარიბჭე'

ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo]
ფოტო: © ლუბა გიორგაძე, 'სამხრეთის კარიბჭე'

ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo]
ფოტო: © ლუბა გიორგაძე, 'სამხრეთის კარიბჭე'

ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo]
ფოტო: © ლუბა გიორგაძე, 'სამხრეთის კარიბჭე'

ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo]
ფოტო: © ლუბა გიორგაძე, 'სამხრეთის კარიბჭე'

ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo]
ფოტო: © ლუბა გიორგაძე, 'სამხრეთის კარიბჭე'

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ნახანძრალი რვა ოჯახიდან ორს ვერ დაეხმარებიან
ნახანძრალი ოჯახები დახმარების მოლოდინში [Photo]
დამწვარი სახურავები, ჩანგრეული ჭერი და ჩარეცხილი კედლები –  ხანძარმა სამი ოჯახი დააზარალა
ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]
ახალციხეში, ნახანძრალი სამი ოჯახიდან, ორი თავს ახლობლებთან აფარებს
წყორძაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ბოსელი დაიწვა [ფოტო]
ახალციხეში სამი სახლის სახურავი იწვის