FM97.5 / LIVE

ახალქალაქის საავადმყოფოს რეანომობილი აჩუქეს

მთავარი 13.03.2013
ვაგინაკ პოღოსიანმა, რომელიც წარმოშობით სოფელ ვაჩიანიდანაა, ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოს რეანომობილი აჩუქა. რეანომობილის მომსახურებისთვის ზოგი ფულს გადაიხდის, ზოგი კი არა.

ახალქალაქის საავადმყოფოს რეანომობილი აჩუქეს

საავადმყოფოს ტექნიკური აღჭურვილობით უკმაყოფილონი არიან არა მხოლოდ ავადმყოფები, რომლებსაც რაიონულ საადმყოფოში მიმართვისას პასუხობენ, რომ მათი დახმარების ტექნიკური საშუალება არ გააჩნიათ, არამედ ექიმებიც, ვისაც სამედიცინო დახმარების გასაწევად ავადმყოფების სხვა ქალაქის საავადმყოფოებში გადამისამართება უწევთ. ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში არც რეანომობილი იყო, რომელიც მძიმე ავადმყოფების გადასაყვანად აუცილებელია. საავადმყოფოს დირექტორის თქმით, სამედიცინო დაწესებულებისთვის ასეთი საჩუქარი შესაფერისი და აუცილებელი იყო.

„რეანომობილი ძალიან მნიშვნელოვანია. ათობით წლის განმავლობაში თხოვნით მივმართავდით საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ბიზნესმენებს, რადგან როცა მძიმე ავადმყოფი გვყავს, საუკეთესო შემთხვევაში 4–6 საათს ვიცდით, რომ თბილისიდან ან ერევნიდან მანქანა ჩამოვიდეს და შემდეგ პაციენტის გადაყვანას კიდევ ერთი ამდენი დრო სჭირდება. წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში იქნება მძიმე ავადმყოფი?“ – ამბობს ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე ტოროიანი.

5 მარტს რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებმა ქველმოქმედმა, რომელიც წარმოშობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანიდანაა, შუამავალთა მეშვეობით ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოს რეანომობილი გადასცა.

რეანომობილი ვაჩიანელების თანასოფლელმა ჯერ კიდევ 2012 წელს აჩუქა საავადმყოფოს, მაგრამ ის აქამდე არ მუშაობდა. ჩვენს კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ რეანომობილს დიდი ხნის განმავლობაში იმის გამო არ იღებდნენ, რომ ქველმოქმედი რუსეთის ფედერაციიდანაა, ალექსანდრე ტოროიანმა გვიპასუხა, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობს.

„საჭირო იყო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემატური საკითხების შეთანხმება, რაც ახლა გავაკეთეთ. პირადად მე მივიღე თანხმობა საავადმყოფოს ხელმძღვანელობისგან, ჯანდაცვის სამინისტროსგან. ასე მარტივად არ არის, როცა ვინმეს რამის ჩუქება უნდა, მოვიდეს და უბრალოდ საჩუქარი გადმოგცეს. საჭიროა იურიდიულად გაფორმება“, – ამბობს საავადმყოფოს დირექტორი.

რეანომობილი მხოლოდ მძიმე ავადმყოფების გადაყვანას მოემსახურება. ის მუნიციპალიტეტში ან ქალაქში გამოძახებებზე არ ივლის და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ საავადმყოფოდან სხვა კლინიკებში გადაიყვანს ავადმყოფებს. იქნება ეს თბილისის, ერევნის, ქუთაისისა თუ სხვა ქალაქების საავადმყოფოები. რეანომობილზე საავადმყოფოს ექიმები იმუშავებენ, სპეციალური ექიმების მოწვევა არ მოხდება. აუცილებლობის შემთხვევაში ავადმყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ადგილობრივი ექიმები გაუწევენ.

ქველმოქმედმა საავადმყოფოს რეანომობილი ხალხის მომსახურებისთვის აჩუქა, თუმცა მოსახლეობის ნაწილისთვის, ვისაც სამედიცინო პოლისები არ აქვს, მომსახურება ფასიანი იქნება. არც სამედიცინო პოლისის ქონა ნიშნავს იმას, რომ პაციენტი რეანომობილით გადაყვანისთვის თანხას არ გადაიხდის. რეანომობილით მომსახურება უფასო იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც ამ მომსახურებას სადაზღვევო კომპანია უნაზღაურებს. რეანომობილით მომსახურების ღირებულება ჯერ განსაზღვრული არ არის.
ყველა იურიდიული დოკუმენტი უკვე მომზადებული და ხელმოწერილია. რაიონული საავადმყოფოს დირექტორის ალექსანდრე ტოროიანის თქმით, საავადმყოფოს სტატუსისა და მფლობელის ნებისმიერი ცვლილებისგან დამოუკიდებლად, ეს რეანომობილი ყოველთვის ახალქალაქს მოემსახურება. ეს იყო ერთადერთი პირობა, რაც ქველმოქმედმა წამოაყენა. საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ამ პირობის შესრულებაზე თანხმობა განაცხადა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვაგინაკ პოღოსიანმა, რომელმაც საავადმყოფოს ამჯერად რეანომობილი აჩუქა, რამდენიმე წლის წინ სოფელ ვაჩიანში სოფლის ამბულატორიის შენობის მშენებლობა და აღჭურვა დააფინანსა.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2019 მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

19.11.2019 ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

19.11.2019 21 ნოემბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანს ახალი რეანომობილი გადაეცემა
ვალეს საავადმყოფოს შენობა იყიდება
ახალქალაქში ინფექციური განყოფილება არ აქვთ
აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს ახალი რენდგენის აპარატი აქვს

ახალქალაქის სამშობიაროში "მაღარიჩს" დღემდე იხდიან
ახალქალაქში საყოველთაო დაზღვევას უნდობლად ეკიდებიან