FM97.5 / LIVE

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.03.2017
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვს დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. მსოფლიოში ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს დაწესდა.
წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების ფარგლებში მსოფლიო მათ საჭიროებებს, სურვილებსა და ოცნებებს მოისმენს, რადგან ყოველწლიური კვირეულის მთავარი გზავნილი მათი ხმაა საზოგადოებაში სტიგმისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ.

2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დაუნის სინდრომის მქონე პირებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლეს. საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ადმინისტრაციის უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად ახალგაზრდებს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერებინეს. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ახალგაზრდებს საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია და წიგნის ვაუჩერები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
ფოტო: © პრეზიდენტის ადმინისტრაცია

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
ფოტო: © პრეზიდენტის ადმინისტრაცია

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
ფოტო: © პრეზიდენტის ადმინისტრაცია

[sknews.ge]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში
პრეზენტაცია და აქცია – ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
ახალციხეში დაუნის სინდრომის მქონეთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
ახალციხეში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს [Photo]
დღეიდან დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული დაიწყო