FM97.5 / LIVE

დამწვარი სახურავები, ჩანგრეული ჭერი და ჩარეცხილი კედლები – ხანძარმა სამი ოჯახი დააზარალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.03.2017
ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე, ხანძრის გამო სამ ოჯახს საცხოვრებელი სახლები და ავეჯი დაუზიანდა; ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სახანძრო სამსახური.

დამწვარი სახურავები, ჩანგრეული ჭერი და ჩარეცხილი კედლები –  ხანძარმა სამი ოჯახი დააზარალა

ხანძარმა მესხეთის ქუჩაზე N27, N25, N23-ში მდებარე სახლები დააზიანა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ცეცხლი თავდაპირველად N27 სახლის სახურავს მოედო და შემდეგ მეზობელ სახლებზე გადავიდა. ერთ–ერთი დაზარალებული, ვის სახლსაც სახურავი დაეწვა, ამ დროს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, მორიგე იყო.

„შეტყობინება შემოვიდა მესხეთის 27–ში ხანძარიაო, ჩემი მეზობელია–მეთქი და ჩვენი კჯგუფი გამოვიქეცით, მოვედი და ვნახე, რომ ცეცხლი უკვე ჩემს სახლზე გადადიოდა“, – ამბობს ექიმი თამარ გოგოლაძე.

მისი თქმით, მისი სახლის სახურავი დაიწვა, ოთახები კი წყლის ნაკადმა ჩარეცხა. გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაშია N27–ში მდებარე სახლი, რომელიც მთლიანად ჩაინგრა. ამ სახლიდან მეზობლებმა მხოლოდ ავეჯის გამოტანა მოასწრეს. საოჯახო ნივთები ამ დრომდე ქუჩაში აწყვია და მას მეზობლები ამ ღამით თავინთ სათავსოებში აბინავებენ.

მესხეთის ქუჩაზე ამ დრომდე რჩება 6 სახანძრო ბრიგადა. ჯგუფები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც ჩამოვიდნენ. ხანძრი ლოკალიზებულია, მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს,თუმცა, ჯერ ბოლომდე ჩამქრალი არ არის.

ამ დროისათვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

„როგორც მეზობელი ამბობს, სახლში მოულოდნელად შუქი გათამაშდა და ამ დროს, კარზე კაკუნიც იყო, თქვენ სახლში ხანძარიაო. რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, ამას ალბათ ჯევ ვერ გავიგებთ“, – ამბობს თამარ გოგოლაძე.

შემთხვევის ადგილზე ისევ იმყოფება ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე. ადგილზე არიან „ენერგო–პრო ჯორჯიას ახალციხის სერვის–ცენტრის მენეჯერი და თანამშრომლებიც. დასახლების მიმდებარე ტერიტორიას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავზე ხანძარი დაახლოებით 23:00 საათზე განჩდნა, თუმცა ქარის გამო ცეცხლი გვერდით მდგომ ორი სახლის სახურავსაც მოედო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დამწვარი სახურავები, ჩანგრეული ჭერი და ჩარეცხილი კედლები –  ხანძარმა სამი ოჯახი დააზარალა

დამწვარი სახურავები, ჩანგრეული ჭერი და ჩარეცხილი კედლები –  ხანძარმა სამი ოჯახი დააზარალა

დამწვარი სახურავები, ჩანგრეული ჭერი და ჩარეცხილი კედლები –  ხანძარმა სამი ოჯახი დააზარალა

დამწვარი სახურავები, ჩანგრეული ჭერი და ჩარეცხილი კედლები –  ხანძარმა სამი ოჯახი დააზარალა

დამწვარი სახურავები, ჩანგრეული ჭერი და ჩარეცხილი კედლები –  ხანძარმა სამი ოჯახი დააზარალა

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სამი სახლის სახურავი იწვის
ახალციხეში სახლების სახურავებზე ხანძარი ლოკალიზებულია
ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo]
ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]
ახალციხეში ნახანძრალი რვა ოჯახიდან ორს ვერ დაეხმარებიან
ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]
რით დაეხმარება ახალციხის მერია ხანძრით დაზარალებულებს