FM97.5 / LIVE

‘მესხეთმა ‘ რეგიონულ ლიგაში თამაში დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.03.2017
ახალციხის, საფეხბურთო აკადემია „მესხეთმა“ საქართველოს ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში თამაში დაიწყო. გუნდს ფინანსურად „ფეხბურთის განვითარების ფონდი დაეხმარა“.

‘მესხეთმა ‘ რეგიონულ ლიგაში თამაში დაიწყო

წარმატებით დასრულებული გარდამავალი თამაშებისა და რამდენიმე თვიანი ფინანსური პრობლემების შემდეგ, საფეხბურთო აკადემია „მესხეთმა“ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა გააგრძელა.

გუნდის ხელმძღვანელობას, „ფეხბურთის განვითარების ფონდთან“ ყველა ტექნიკური საკითხი უკვე მოგვარებული აქვს და ახლა 4 200 ლარის გადმორიცხვას ელოდება.

„ყველა დეტალი მოგვარებულია, ახლა მხოლოდ თანხის გადმორიცხვას ველოდებით და ლიგაშიც ვთამაშობთ“, – ამბობს „მესხეთის“ მთავარი მწვრთნელი და სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გელა მაისურაძე და ამატებს, რომ საქართველოს ჩემპიონატში ჩართვისათვის გუნდს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დავალიანება 2500 ლარის ოდენობით ისევ აქვს, რომლის გადახდას შეძლებს თუ არა, ჯერ არ იცის.

ვიდრე თანხა გადმოირიცხება, აკადემია „მესხეთმა“ რეგიონული ლიგის ფარგლებში, თბილისის „ვარკეთილთან“ პირველი გასვლითი შეხვედრა უკვე გამართა, თუმცა წარუმატებლად.

„სამწუხაროდ პირველი შეხვედრა დიდი სხვაობით წვაგეთ, ანგარიშს ნუ მკითხავთ, მაგრამ არაუშავს, ჯერ ყველაფერი წინ არის“,–ამბობს მაისურაძე.

რეგიონულ ლიგაში ახალციხის გუნდს კიდევ 20 თამაში აქვს ჩასატარებელი, აქედან 10 გასვლითი. იმისათვის, რომ აკადემია „მესხეთი“ შემდეგ ეტაპზე , ანუ „ლიგა სამზე“ გადავიდეს, თამაშების 90 პროცენტი წარმატებით უნდა ჩაატაროს.

ახალციხის, აკადემია „მესხეთს“ შემდეგი გასვლითი შეხვედრა, ხაშურის გუნდ „ივერიასთან“ აქვს. რეგიონული ლიგის ფარგლებში კი ახალციხელი ფეხბურთელები, საკუთარ სტადიონზე პირველ თამაშს 13 აპრილს გამართავენ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

,,მესხეთმა“  მესამე წარმატებული მატჩი ჩაატარა
'მესხეთმა' მეორე საშინაო მატჩში წარმატება მოიპოვა
"თაობა მაXიმუმი": პრობლემები ფეხბურთის აკადემია "მესხეთში" [Audio]
ფრედ დასრულებული პირველი საშინაო მატჩი
სატურნირო ცხრილში ,,მესხეთმა“ მერვე ადგილზე გადაინაცვლა
'მესხეთის' პრეზიდენტი: ფინანსური პრობლემების გამო გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა
საფეხბურთო კლუბ ‘მესხეთს’  დაშლა ემუქრება