FM97.5 / LIVE

ამერიკის ელჩის პირველი ვიზიტი ახალქალაქში [Photo]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.03.2017
17 მარტს, ახალქალაქს, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი სტუმრობდა.

ამერიკის ელჩის პირველი ვიზიტი ახალქალაქში [Photo]

იან კელის შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან. ფოტო: © აღუნიკ აივაზიანი, ჯეინიუსი.

ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის ელჩი, ახალქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს, ასევე, არასამთავრობო და მედია ორგნიზაციებს წევრებს შეხვდა; მოინახულა ახალქალაქის, სურბ ხაჩის ეკლესია და სასულიერო პირებს შეხვდა.

ვიზიტის დასასრულს კი, რეგიონის სამი მედია–საშუალების: „სამხრეთის კარიბჭეს“, ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის – Jnews.ge-სა და ნინოწმინდის რადიო „ნორის“ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ელჩის ვიზიტი ახალქალაქში, ადგილობირივი თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრით დაიწყო. იან კელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰამლეტ მოვსესიანსა და ახალქალაქის გამგებელს, ედუარდ აღასარიანს შეხვდა.

„ეს ჩემი პირველი ვიზიტია ახალქალაქში. დიდ დროს ვატარებ თბილისში, რეგიონებში კი იშვიათად დავდივარ. შემიძლია განვაცხადო, რომ ადგილორივი ხელისუფლების წევრებთან კონსტუქციული დიალოგი შედგა. ვიმუშავებთ ურთიერთობის გაღრმავებასა და ამ მხარის ეკონომიკურ გაძლიერებაზე“, – განაცხადა Jnews.ge-სთან საუბარში ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამის შემდეგ, ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი, ახალციხისა და ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მრგვალი მაგიდა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა, საათნახევარს გაგრძელდა. შეხვედრას ახალქალქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, Jnews. Ge–ს ხელმძღვანელი რიმა ღარიბიანი, ახალციხიდან კი „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე და „სამხრეთის კარიბჭეს“ დირექტორი, ლელა ინასარიძე ესწრებოდნენ.

დისკუსიის დასრულების შემდეგ, იან კელი, სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირებს შეხვდა და ასევე, სურბ ხაჩის ეკლესიას ესტუმრა. მას არქიმანდრიტმა ბაბკენ სალბინიანმა უმასპინძლა. ეკლესიის მონახულების შემდეგ, ელჩისა და სასულიერო პირბის შეხვედრა, ასევე, დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

ამერიკის ელჩის პირველი ვიზიტი ახალქალაქში [Photo]
იან კელის ვიზიტი ეკლესიაში. ფოტო: © აღუნიკ აივაზიანი, ჯეინიუსი.


ამერიკის ელჩის პირველი ვიზიტი ახალქალაქში [Photo]

იან კელის ვიზიტი ეკლესიაში. ფოტო: © აღუნიკ აივაზიანი, ჯეინიუსი.


ახალქალაქში ვიზიტი ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებთან ინტერვიუთი დაასრულა.

jnews.ge-ს, nor.ge–სა и sknews.ge–ს ჟურნალისტებთან ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. "სამხრეთის კარიბჭე" ინტერვიუზე მუშაობს და მასალას დღის ბოლოს შემოგთავაზებთ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალქალაქი]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტუმრობდა
სომხეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში
თეა წულუკიანი ჯავახეთს სტუმრობს
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოქალაქეების ცხოვრებით სომხეთის ელჩი დაინტერესდა
დევიდ მორანი: ”ახალციხე და ნიუკასლი მეგობარი ქალაქები არიან”
 ვაჰაგნ ჩახალიანს ახალქალაქში დახვედრა მოუწყეს

სახალხო დამცველი  მეუფე თეოდორეს და გუბერნატორს შეხვდა