FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.03.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, დღეს, 15 მარტს, თავისუფალ თემაზე გამოცხადებულ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა. 37 ფოტოსურათიდან ჟიურის მოწონება ორ ფოტოს ერგო და მათი ავტორები ფოტოაპარატებით დაჯილდოვდნენ.

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა. ფოტოკონკურსში მონაწილეობა 15–დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეეძლოთ. ფოტოები მათ კულტურის სამსახურისთვის, ელექტრონულად უნდა გადაეგზავნათ. ერთ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტოს გაგზავნა შეეძლო. ჯამში, კულტურის სამსახურში 37 ფოტო შევიდა.

"კონკურსში ყველა სურათმა მიიღო მონაწილეობა. ჟიურის მივანდეთ არჩევა, რომელი ფოტო იყო საუკეთესო“, – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა მაია სხირტლაძემ.

ხუთწევრიანი ჟიური, გუბერნიისა და გამგეობის თანამშრომლების, მედიის წარმომადგენლებისა და მხატვრებისგან შედგებოდა. 37 ფოტოდან, რომლებიც დაბეჭდილი და გამოფენილი იყო, ჟიურიმ ორი საუკეთესო შეარჩია. პირველი ადგილი ბორჯომის ტელევიზიის ჟუნალისტის ნინო ჯიქურაშვილს ფოტომ მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილზე სოფელ ჭვინთაში მცხოვრები ოლიკო ჩინჩალაძის ფოტო გავიდა.

"ჩემს ფოტოზე ასახულია ბერი სოფელ საირმეს მონასტერში, რომელიც მარტო ცხოვრობს და ჰყავს ძაღლი, მისი მეგობარი. ეს სურათი წინასწარ არ შემითახმებია, არის ბუნებრივი და ძალიან კარგი“, – ამბობს პირველი ადგილის მფლობელი ნინო ჯიქურაშვილი.

გამარჯვებული ფოტოს ავტორებს ფოტოაპარატები გადაეცათ, კონკურსში მონაწილე ყველა ახალგაზრდა კი სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდა.

კულტურის სამსახურის განმარტებით, საჩუქრებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 800 ლარი დაიხარჯა.

„ფოტოკონკურსი არის ჩვენი რიგითი ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და ტრადიციად იქცა. ახალგახრდები ძალიან დაინტერესებულები არიან ასეთი ღონისძიებით", – გვითხრა მაია სხირტლძემ.

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
ფოტოკონკურსი სამცხე–ჯავახეთში – 'ერთი ფოტოს ისტორია'
სამცხე–ჯავახეთში სასკოლო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
პოლონეთის ფონდის კონკურსში, პირველი ადგილი ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ფოტოს ერგო
ახალციხის  გამგეობა თავისუფალ თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს
‘ფოტოსინთეზი 2016’ –ის ლაიქების გამარჯვებული ახალციხელი მოსწავლეა