FM97.5 / LIVE

ახალციხელი მოსწავლეების გასვლით გაკვეთილს, განათლების მინისტრის მოადგილე დაესწრო

მთავარისიახლე, განათლება 12.03.2017
დღეს, 12 მარტს ქალაქ ახალციხისა და ახალციხის თემის ექვსი სკოლის მოსწავლეებს „ახალციხის ციხეზე“ გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ. მოსწავლეებს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური შეხვდა.

ახალციხელი მოსწავლეების გასვლით გაკვეთილს, განათლების მინისტრის მოადგილე დაესწრო
განათლების სამინისტროს პროგრამაში, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 38 საჯარო სკოლა ჩაერთო.

ამჟამად „ახალციხის ციხე“ და მუზეუმი წყალთბილის, ფერსის, ახალციხის N1,N2 და N3 საჯარო სკოლების, ასევე კერძო სკოლა „მზექას“ მეცხრე კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს. მოსწავლეებს შეხვდა განათლების მინისტრი ლია გიგაური.

„საწავლო ექსკურსიები გახლავთ განათლების შემადგენელი ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, თუმცა წლების განმავლობაში ეს კომპონენტი ან საერთოდ იგნორირებული იყო, ან არასწორი ფრომით და შინაარსით მიმდინარეობდა . დღეს დავუწყეთ ტრანსფორმაცია იმისათვის, რომ რაციონალურად იყოს შერწყმული, როგორც დასვენების და გართობის კომპონენტი ასევე შინაარსობრივი ნაწილი“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა.

მისი თქმით, აუცილებელია მოსწავლეებისთვის ექსკურსია იყოს შემეცნებითი ხასიათის და საგანმანათლებლო მიზნებზე მორგებული:„მოსწავლეებს ადგილზე მობილიზებული ჯგუფი დახვდა, რომლებმაც სწორედ სასწვლო მიზნების შესაბამისი პროგრამა მოამზადეს მათთვის. მეცხრე კლასელ მოსწავლეებს იმ თემებზე ესაუბრნენ, რომელ თემებსაც სკოლაში პროგრამულად გადიან“.

„მეცხრე კლასის მოსწავლეები საქართველოს ისტორიას გადიან. ამ ისტორიის საჩვენებელ გაკვეთილად გადმოტანა მერწმუნეთ თითოეული მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა კერძო სკოლის „მზექას“ ისტორიის მასწავლებელმა დარეჯან ჟუჟუნაძემ.

სოფლებიდან მოსწავლეების ტრანსპორტირება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო. მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა მელიქიძის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში მოსაწვლეებს სხვა სოფლის სკოლებიდანაც ჩამოიყვანენ.

განათლების სამინისტროს პროგრამის განხორციელება, რომელიც მოსწავლეებისთვის გასვლითი გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს, 7 მარტს დაიწყო. მას ორგანიზაებაში სამინისტროს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ახალციხის მერია, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ციხის ადმინისტრაცია ეხმარება.

ახალციხელი მოსწავლეების გასვლით გაკვეთილს, განათლების მინისტრის მოადგილე დაესწრო

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 სომხური სამოციქულო ეკლესია ‘წახკაზარდს’ იგივე ბზობას აღნიშნავს

05.04.2020 ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გასვლითი გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის
სკოლის მოსწავლეებმა ისტორიულ თემებზე კონფერენცია გამართეს
განათლების მინისტრმა იდუმალისა და ჭვინთის სკოლების მოსწავლეები დააჯილდოვა
სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა გაიხსნა
განათლების მინისტრის მოადგილე ბორჯომელ პედაგოგებს შეხვდა
გამოცხადდა კონკურსები სკოლის მოსწავლეებისთვის
განათლების მინისტრი ახალციხის სკოლების პედაგოგებს შეხვდა