FM97.5 / LIVE

„რელიგიები და ეთნოსები საქართველოში“–ტოლერანტობის ცენტრმა ახალციხეში ვიქტორინა ჩაატარა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 11.03.2017
„რელიგიები და ეთნოსები საქართველოში“ ამ სახელწოდების ვიქტორინა ახალციხეში სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ინიციატივით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ახალქალაქის, ახალციხის და ნინოწმინდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. გამარჯვებულები პლანშეტებით და წიგნებით დასაჩუქრდნენ.

„რელიგიები და ეთნოსები საქართველოში“–ტოლერანტობის ცენტრმა ახალციხეში ვიქტორინა  ჩაატარა

ვიქტორინა ახალციხეში დღეს, 11 მარტს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ათმა გუნდმა მიიღო, აქედან 5 გუნდი ახალიციხიდან იყო, 4 ახალქალაქიდან, 1 კი ნინოწმინდიდან.

გამარჯვებული გუნდის გამოსავლენად დამატებითი რაუნდის ჩატარება გახდა საჭირო, საბოლოოდ გამარჯვება ახალციხის N3 გუნდმა მოიპოვა, მათ საჩუქრად პლანშეტები გადაეცათ, ასევე პლანშეტებით დასაჩუქრდა ორი გამორჩეული მოთამაშე, რომელთა გუნდი ფინალში გადავიდა, თუმცა დამარცხდა.

„დღევანდელი ვიქტორინა გამორჩეულია, რადგან პირვალდ გაიმართა ახალციხეში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიქტორინაში მონაწილეობას პირველად იღებენ ეთნიკურად სომეხი მოსწავლეები.მათ ძალიან კარგად იასპარეზეს და ურთულესი მასალა ქართულ ენაზე შესანიშნავად დაძლიეს“, – განაცხადა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა.
ვიქტორინის მონაწილეებს კითხვებზე პასუხები სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის მიერ 2008 წელს გამოცემული წიგნების „რელიგიები საქართველოში და „ეთნოსები საქართველოში“ მიხედვით უნდა გაეცათ. ახალგაზრდებს მოსამზადებლად ოთხი თვე ქონდათ.

პუბლიკაციებში ასახულია საქართველოში არსებული ყველა ეთნოსისა და რელიგიური გაერთიანების ისტორია, კულტურა და თანამედროვე ყოფა. ვიქტორინა სწორედ ამ წიგნებში ასახულ მასალებს ეფუძნება და მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ვიქტორინის მიზანი სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობაა.

აღნიშნული ვიქტორინა 2010 წლიდან ყოველწიურად იმართება.

ღონისძიება აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ჩატარდა.

„რელიგიები და ეთნოსები საქართველოში“–ტოლერანტობის ცენტრმა ახალციხეში ვიქტორინა  ჩაატარა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –17 გრადუსამდე დაეცემა

19.01.2020 პატრიარქი: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს

19.01.2020 ახალციხეში ნათლისღება აღნიშნეს [ფოტო]

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ინტელექტუალური ვიქტორინა გაიმართა
ახალციხეში  ახალგაზრდების  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა ჩატარდა
„წიგნის დღე“ –  ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა
ტოლერანტობის ცენტრმა ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა
ტოლერანტობის ცენტრი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
'დემოკრატ მესხთა კავშირს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა
„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ ახალი პროგრამა დაიწყო