FM97.5 / LIVE

ახალქალაქი სუფთა ქალაქი ხდება

მთავარისაზოგადოება 12.03.2013
ახალქალაქის ქუჩების დასასუფთავებლად ნაგამზიდებისთვის განრიგი შეადგინეს, ცენტრალურ ქუჩებზე კვლავ დადგეს ნაგვის კონტეინერებიც, მალე ნაგავსაყრელის პრობლემაც მოგვარდება. გამორიცხული არაა ახალქალაქში ნაგვის გადამამუშავებელი საამქრო გაიხსნას.

ახალქალაქი სუფთა ქალაქი ხდება

ერთი თვეა, ქალაქ ახალქალაქში ნაგვის მანქანები ქალაქის ქუჩებს საყოფაცხო ნარჩნებისგან გარკვეული განრიგის მიხედვით ასუფთავებენ. ყველა ნაგავმზიდის მძღოლმა მკაფიოდ იცის თავისი განრიგი და ქუჩები, რომლებიც დღის განმავლობაში უნდა შემოიაროს. მანქანის მოძრაობის განრიგი ადგილობრივი ტელევიზიითაც ცხადდება.

შპს „სანიტარული დასუფთავების“ ხელმძღვანელის პარგევ იორდანიანის თქმით, ასეთ სისტემაზე ნაგვის მანქანების მუშაობის გასაკონტროლებლად გადავიდნენ.

- „რათა შემეძლოს ნაგვის მანქანის შემოვლის დროის გაკონტროლება და ვიცოდე მოცემულ ქუჩაზე მანქანამ გაიარა თუ არა, რადგან ხალხი ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ადრეც ვაკონტროლებდით, მაგრამ მძღოლები ხშირად საწვავის უკმარისობაზე ჩიოდნენ. ახლა ყოველი მანქანისთვის ყოველ მონაკვეთზე საწვავის ხარჯი დავაფიქსირეთ“, – ამბობს იორდანიანი.

მას იმედი აქვს, რომ მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდება. ყოველ ქუჩას ყოველი მანქანა კვირაში ორჯერ შემოივლის. ერთი მანქანა დღეში ქალაქის სამი ქუჩის შემოვლას ასწრებს.

შპს „სანიტარულ დასუფთავებას“ ორი ნაგვის მანქანა, ერთი ტრაქტორი და ერთი კონტეინერებიდან ნაგვის შემგროვებელი მანქანა აქვს. ამ ეტაპზე ყველა მანქანა ნორმალურ, მუშა მდგომარეობაშია.

ახალქალაქის ქუჩებში კვლავ დადგეს ლითონის ნაგვის კონტეინერებიც. გასულ წელს შპს „სანიტარული დასუფთავების“ ინიციატივით, ქალაქის გაწმენდის მიზნით, კონტეინერები ქალაქის ქუჩებიდან აიღეს. ამის გამო დასუფთავების სამსახურს ხშირად საყვედურობდნენ. კონტეინერების გარეშე დარჩენილ ქალაქში მთელი დატვირთვა ცენტრალურ ქუჩებში დადგმულ პატარა პლასტმასის ურნებზე გადავიდა. ხალხი ნაგვის კონტეინერებს რომ ვერ ნახულობდა, ნაგავს პატარა ურნებში ყრიდა. ეს უკანასკნელი კი დიდი ნაგვისთვის არ არის განკუთვნილი და შედეგად ბევრი პატარა ურნა დაზიანდა. გარდა ამისა, დიდი კონტეინერების ადგილას ნაგვის გროვები გაჩნდა, ხალხს ნაგავი მაინც მოჰქონდა და რადგანაც კონტეინერი აღარ ხვდებოდა, ძირს ყრიდა.

პარგევ იორდანიანის თქმით, ნაგავსაყრელის ადგილის საკითხი ახლო მომავალში საბოლოოდ მოგვარდება. ეკონომიკის სამინისტროს მიერ საქართველოს ნაგავსაყრელების არენდაზე გამოაცხადებულ ტენდერში კერძო უცხოურმა კომპანიამ გაიმარჯვა. ახალქალაქის ნაგავსაყრელსაც ეს კომპანია განკარგავს. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალქალაქში ერთი თვის წინ იყვნენ, ნაგავსაყრელის ადგილი დაათვალიერეს და წინასწარი სამუშაოები დაგეგმეს, რომლებიც მათი თქმით, გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, მათი დაპირების თანახმად, გაიცემა პასპორტი, რომელიც ახალქალაქის ნაგავსაყრელს ბოლოს და ბოლოს დააკანონებს.

ნაგავსაყრელის ახალი მეპატრონეები სამცხე–ჯავახეთში ნაგვის გადამამუშავებელი საამქროს გახსნასაც აპირებენ, თუმცა, ზუსტად სად იქნება ეს საამქრო, კომპანიას ჯერ არ გადაუწყვეტია.

- „სანიტარული დასუფთავების“ ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ამისთვის ახალქალაქს აირჩევენ.
ნაგავსაყრელის საცხოვრებელ სახლებთან სიახლოვის საკითხზე პარგევ იორდანიანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „აღარ იქნება ნაგავსაყრელი, იქნება გადამამუშავებელი საამქრო, ნაგავს ვერავინ დაინახავს. იქ ნაგავი გადამუშავდება ცალ–ცალკე ქაღალდად, ბოთლებად, დარჩენილ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს კი დამარხავენ. გარდა ამისა, ადგილი შემოიღობება“.

თუ ნაგვის გადამამუშავებელი საამქრო ახალქალაქში გაიხსნება, ნაგავს ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან ახალქალაქში ჩაიტანენ. ნაგვისგან სოფლების ტერიტორიებიც გაიწმინდება. ახლა კი ნაგვის მანქანას ნაგავი ჯერჯერობით მხოლოდ სოფელ ბავრადან მოაქვს, რამდენიმე დღეში კი სოფელ ხულგუმოშიც დაიწყებს სიარულს.

პარგევ იორდანიანის თქმით, სოფლებში ნაგვის შეგროვებას შეძლებენ, რადგან სოფლებში ბევრი ტრაქტორია. „მთავარია დაფინანსება, თორემ სოფლებში ბევრი მანქანებია, შეგვეძლო დაგვექირავებინა“.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქალაქი სანაგვე ურნების გარეშე
ქალაქი ნაგავსაყრელის გარეშე

ახალციხის თემი ნაგვის კონტეინერებს ყიდულობს
რატომ ვერ დგამენ ახალქალაქის სოფლებში ნაგვის ურნებს
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ნაგვის ურნების დამატებას ითხოვენ
ბორჯომის ქუჩებში ახალი ნაგვის ურნები დადგეს