FM97.5 / LIVE

გასვლითი გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის

მთავარისიახლე, განათლება 07.03.2017
განათლების სამინისტროს პროგრამაში, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 38 საჯარო სკოლა ჩაერთო.

გასვლითი გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის
დღეს, 7 მარტს, „ახალციხის ციხეზე“ მეცხრე კლასის მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ თემაზე: საქართველოს ისტორია და სამცხე–ჯავახეთი; მოსწავლეებმა, რომლებიც ოთხი საჯარო სკოლიდან იყვნენ წარმოდგენილი, ციხესთან ერთად სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმიც დაათვალიერს. გიდმა მათ აქ წარმოდგენილი ექსპონატები და მათ ისტორია გააცნო.

განათლების სამინისტროს პროგრამის განხორციელება, რომელიც მოსწავლეებისთვის გასვლითი გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს, დღეს დაიწყო. მას ორგანიზაებაში სამინისტროს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ახალციხის მერია, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ციხის ადმინისტრაცია ეხმარება.

,,ღონისძიება თვის ბოლომდე გაგრძელდება“, – ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ხათუნა ხმალაძე.
პროგრამის მიზანი, ამა თუ იმ მიმართულებით მოსწავლეებისთვის ცოდნის გაღრმავებაა.

,,საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ ჩვენც და მოსწავლეებმაც. ბავშვები ძალიან ინტერესით ეკიდებოდნენ ახალ ინფორმაციებს, დასვეს კითხვები. დაინტერესდნენ ანტიკური პერიოდის იარაღებით და სხვა კულტურებით“, – ამბობს ახალციხის მეექვსე სკოლის პედაგოგი გია გაჩეჩილაძე.

განათლების სამინისტროს პროგრამაში ჩართულია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და ერთი კერძო სკოლის მეცხრე კლასის 471 მოსწავლე, ასევე 46 ისტორიის მასწავლებელი.

პროგრამის დასასრულს თითოეულ სკოლაში მოეწყობა კონფერენცია თემაზე: ,,საქართველოს ისტორია და მესხეთ–ჯავახეთი“.

[ მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე ]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი მოსწავლეების გასვლით გაკვეთილს, განათლების მინისტრის მოადგილე დაესწრო
სკოლის მოსწავლეებმა ისტორიულ თემებზე კონფერენცია გამართეს
სემინარი ნატოს შესახებ სკოლის მოსწავლეებისთვის
ახალციხეში მოსწავლეებისთვის იმიტირებული არჩევნები გაიმართა
გამოცხადდა კონკურსები სკოლის მოსწავლეებისთვის
სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა გაიხსნა
FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის